x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლესთან სასაფლოზე ჰქონდა ინტიმური კავშირი, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
image

შეერთებულ შტატებში საშუალო სკოლის მასწავლებელს ნებრასკიდან 17 წლის მოსწავლესთან რამდენჯერმე ჰქონდა სექსი, რის გამოც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star იუწყება.


მოსამართლემ სასჯელი გამოიტანა დაბა უინსაიდში მცხოვრებ 26 წლის კალი ჰაიქსის(Cali Heikes) საქმეზე, რომელიც იანვარში დააკავეს მოზარდთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო. პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო ანონიმური ინფორმაცია ჰაიქსის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.


მოზარდის მშობლებმა განაცხადეს, რომ ერთხელ შვილმა მან ჰკითხა, როგორი რეაქცია ექნებოდათ თუ გაიგებდნენ, რომ მას რომანი ჰქონდა 25 წლის ქალთან.



მოსწავლის დის თქმით, ჰაიკსი სექსის გამო მათ ოჯახს ღამ-ღამობით სტუმრობდა. მეტიც, პატრულებმა ერთხელაც დაინახეს, როგორ ტოვებდნენ მოზარდისა და ჰაიკსის მანქანები ერთმანეთის მიყოლებით ადგილობრივი სასაფლაოს ტერიტორიას.

image

სასამართლომ ყოფილ მასწავლებელს 24 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ნახევარი სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი, ვადამდე გათავისუფლების უფლება ექნება. გარდა ამისა, კალი ჰაიქსის სახელს შეიტანენ სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში.


image

აშშ-ში ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი (განსაკუთრებით ქალები) ინტიმურ კავშირს ამყარებენ მოწაფეებთან, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი არც ისე მსუბუქია, თუ გავითალისწინებთ, იმას, რომ მსგავსი სახის დანაშაულს სასჯელთან ერთად, კარიერაც ეწირება.



მაგალითად ადრე ვწერდით 24 წლის მასწავლებელზე ნიუ-ბოსტონიდან, რომელსაც ერთდროულად სამ მოწაფესთან ჰქონდა სექსი, სასჯელიც მკაცრი გამოდგა-ახალგაზრდა ქალს 14 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

0
561
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0