განათლება როგორ დაითრგუნა და ჩაიკეტა საკუთარ თავში 6 წლის გოგონა "გენდერული გაკვეთილის" შემდეგ 2019, 16 ნოემბერი, 19:38 კანადის პროვინცია ონტარიოსში სერიოზული სკანდალი აგორდა 6 წლის გოგონას მშობლებსა და სკოლას შორის, სადაც ის სწავლობდა. თამამად შეგვიძლია კანადას ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ლგბტ პირების მიმართ, ქვეყნის ლიდერი, ჯასტინ ტრიუდო, გეი- აღლუმებს უყოყმანოდ ესწრება ხოლმე და თავის საარჩევნო პროგრამაში მათ ფინანსურ მხარდაჭერაც კი ჰპირდება იმათ, რომლებიც სქესის შეცვლის ოპერაციის მაღალი ღირებულების გამო, იძლებულები არიან წლების განმავლობაში აგროვონ ფული. გოგონას დედამ, პამელა ბუფონემ(Pamela Buffone), ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო Canada International, სადაც მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. შარშან გოგონას მშობლები ძალზე შეწუხდნენ, როდესაც გოგონა სკოლიდან და იკითხა, რატომ თქვა ახალმა სკოლის მასწავლებელმა, რომ ბიჭები და გოგოები არ არსებობენო. პედაგოგმა ჟანინ ბლუენმა დაწყებითი სკოლის 6 წლის ბავშვებს აჩვენა ვიდეო, სადაც სკოლის მოსწავლეებმა შეიტყეს, რომ ”.. არიან ადამიანები, რომლებიც არ თვლიან თავს ბიჭად ან გოგოდ და არ შეიძლება ჰქონდეთ სქესი." შემდეგ გაკვეთილზე, მასწავლებელმა სკოლის დაფაზე დახატა გენდერული სპექტრი და თითოეულ ბავშვს მისცა დავალება, რომ აღენიშნათ საკუთარი თავი. პამელას ქალიშვილმა თავი გოგონად აღნიშნა, რის შემდეგაც მასწავლებელმა ბავშვებს განუცხადა, რომ ბიჭები და გოგოები არ არსებობს. "ჩვენ ყოველთვის ვუხსენით ბავშვს როგორაა სინამდვილეში. ქუჩაში ძაღლის დანახვაც კი, ჩვენს ქალიშვილს ყოველთვის აინტერესებდა გოგო იყო თუ ბიჭი. მასწავლებლის ახალმა ვერსიამ კი მთლიანად დააბნია იგი. სახლში მისვლისას, ბავშვი ჩაფიქრებული დაგვხვდა, გვითხრა რომ არ იცის, ოდესმე ისურვებს თუ არა დედა გახდეს თუ მივიდეს ექიმთან და გამოსწოროს ის, თუ რატომ დაიბადა გოგონად, ”- განაცხადა დედამ. შეშფოთებული მშობლები შეხვდნენ სკოლის წარმომადგენლებს, მაგრამ დირექტორმა და მასწავლებელმა თავი გაიმართლეს იმით, რომ ეს სკოლის პოლიტიკაა. ამის შემდეგ ბუფონემ გადაწყვიტა ქალიშვილი სხვა სკოლაში გადაყვანა, მაგრამ გენდერული თანასწორობის თემა გოგონამ ისე დათრგუნა, რომ იგი კვლავ აგრძელებს ამაზე ფიქრს. 2019 წლის გაზაფხულზე მშობლბმა ჯეისონ და პამელა ბუფონემ ოფიციალური განცხადება შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვის ტრიბუნალში, სადაც მასწავლებელ ბლუენს ბრალი დასდეს პატარა ბავშვის დისკრიმინაციაში და მასწავლებლის ავტორიტეტის გამოყენებაში. ადვოკატის, ლიზა ბროიდის განცხადებით, დაირღვეულია ბავშვის პირადი უსაფრთხოებისა და თანასწორობის უფლებები კანადის უფლების და თავისუფლების ქარტიის თანახმად. სკოლის საბჭო კომენტარს არ აკეთებს, სასამართლოს კი ჯერ არ დაუწყია მოსმენა ამ სკანდალური საქმეზე. 71 4-ს მოსწონს
|