x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ი ერთ პატარა ქალაქში მოკლე დროში სამი მასწავლებელი გამოიჭირეს,რომლებსაც ინტიმიური კავშირი ჰქონდათ მოწაფეებთან
image

არიზონაში ახალგაზრდა მასწავლებელს ბრალი წაუყენეს 15 წლის მოსწავლეზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობის გამო, სხვათა შორის იმავე საშუალო სკოლაში, სხვა მასწავლებელმა შვიდი თვის წინ მსგავსი დანაშაული ჩაიდინა.


23 წლის ალისა ტოდი დააკავეს მოსწავლესთან "არასათანადო კონტაქტისთვის", რის გამოც იგი გახდა მეორე მასწავლებელი შვიდი თვის განმავლობაში, რომელიც დააკავეს სქესობრივი დანაშაულისთვის ქალაქ ბაკაის Odyssey Institute for Advanced and International Studies High School-ში.

image


სექტემბრის შუა რიცხვებში 42 წლის მასწავლებელი ჯესიკა კრამერი დაადანაშაულეს ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედებისათვის



ოქტომბერში კი, მასწავლებლის თანაშემწე, 23 წლის დიანა პირვა დაადანაშაულეს ახლომდებარე საშუალო სკოლის 13 წლის მოსწავლესთან "არასათანადო კონტაქტისთვის".

image

ფოტოზე:ალისა ტოდი, დიანა პირვა და ჯესიკა კრამერი



ამ ორი სკოლას სულ რაღაც ექვსი მილი აშორებს და დაახლოებით 12 წუთის სავალზეა ერთმანეთისგან.


ტოდის დაკავება ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაკაის პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსში ბრალდებული მასწავლებელი დააკავა.


ბაკაის ხელისუფლებას 15 წლის მოწაფესთან ტოდის ურთიერთობის შესახებ მისმა ქმარმა აცნობა, რომელმაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინა მიმოწერა მასწავლებელსა და მოწაფეს შორის, რომლებიც "სექსუალური ხასიათის იყო".


ქმარმა ტოდმა ასევე აღმოაჩინა სხვა უხამსი შეტყობინებები ლეპტოპზე, რამაც მიანიშნა, რომ მის მეუღლეს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მოწაფესთან.


შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია

0
460
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0