x
image
ალექსანდრე ლექსო
Toyota Tj Cruiser Concept 2017 – ვენისა და ქროსოვერის ნაჯვარი

ახალი Toyota Tj Cruiser Concept უკვე მზადაა ოფიციალური პრემიერისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოფენაზე Tokyo Motor Show გაიმართება.

image


ასოები TJ ნიშნავს: ასო T - Toolbox (სიტყასიტყვით ითარგმნება, როგორც ხელსაწყოების ყუთი), ასო J - joy (სიამოვნება). სასაცილოა, გამოდის რომ მოდელს ქვია «სიამოვნების მომგვრლი ხელსაწყოების ყუთი». მანქანის სახელწოდება შეიძლება შეიცვალოს. ახალი მოდელი ჰიბრიდი იქნება. ჯერჯერობით არც მიახლოებითი ფასია ცნობილი.



image


image


ტოიოტას ახალი კონცეპტის გარეგნობა იმდენად უჩვეულოა, რომ შეიძლება მანქანა ბრონირებული გვეჩვენოს.

image

ბრტყელი სახურავი, სწორი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, სწორად ჩამოჭრილი უკანა ნაწილი, კარებები უბრალოდ მართკუთხედებია.


image

აღსანიშნავია, მანქანა დაფარულია სპეციალურ საფარით, რომელიც იცავს მცირე დაზიანებებისგან.

image

Toyota Tj Cruiser Concept 2017-2018 – ის გაბარიტებია: სიგრძე 4300 მმ, 1775 მმ სიგანე, 1620 მმ სიმაღლე, ღერძებს შორის მანძილი 2750 მმ.

image image


2.750 მმ-იანი ღერძებს შორის მანძილი, საშუალებას იძლევა, გაკეთდეს ძალიან მოსახერხებელი, მრავალფუნქციური და ფართო სალონი. საბარგო ნაწილის იატაკი და სავარძლების უკანა მხარე დამზადებულია სპეციალური, მყარი პლასმასისაგან.


image


საბარგო ნაწილის მაქსიმალურად გასაზრდელად, არა მხოლოდ უკანა სავარძლები იშლება, არამედ წინაც. რაც საშუალებას იძლევა სალონში 3 მეტრის სიგრძს საგნებიც მოთავსდეს.


image


სალონის წინა ნაწილის და მძღოლის სამუშაო ადგილის გაფორმება ძალიან მარტივი და ლაკონურია, მაგრამ ამავე დროს არის ბევრი თანამედროვე აპარატურა. სალონის მთელ წინა პანელზე არის ფერადი მრავალფუნქციური ეკრანი, ცენტრალურ კონსოლზე ფერადი სენსორული მულტიმედიური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია როგორც მულტიმედიაზე, ასევე კლიმატურ პარამეტრებზე. არის მრავალფუნქციური საჭე, ელექტრული პარკირების მუხრუჭი, ორიგინალური ფორმისა და კონსტრუქციის სკამები, ხელით სამართავი ღილაკებისა და გადამრთელების მინიმალური რაოდენობა.


image



Toyota Tj Cruiser Concept 2017-2018 წწ. აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური მოწყობილობით, რომელშიც შედის ბენზინის 2, 0- ლიტრი მოცულობის ძრავი და ელექტროძრავი. წინასწარი მონაცემებით ავტომობილი გამოვა როგორც წინა წამყვანი თვლებით (Front-wheel-drive), ასევე სრულამძრავიანი (Four-wheel-drive system).

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0