სიახლეები Toyota Tj Cruiser Concept 2017 – ვენისა და ქროსოვერის ნაჯვარი 2017, 11 ოქტომბერი, 17:08 ახალი Toyota Tj Cruiser Concept უკვე მზადაა ოფიციალური პრემიერისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოფენაზე Tokyo Motor Show გაიმართება. ასოები TJ ნიშნავს: ასო T - Toolbox (სიტყასიტყვით ითარგმნება, როგორც ხელსაწყოების ყუთი), ასო J - joy (სიამოვნება). სასაცილოა, გამოდის რომ მოდელს ქვია «სიამოვნების მომგვრლი ხელსაწყოების ყუთი». მანქანის სახელწოდება შეიძლება შეიცვალოს. ახალი მოდელი ჰიბრიდი იქნება. ჯერჯერობით არც მიახლოებითი ფასია ცნობილი. ტოიოტას ახალი კონცეპტის გარეგნობა იმდენად უჩვეულოა, რომ შეიძლება მანქანა ბრონირებული გვეჩვენოს. ბრტყელი სახურავი, სწორი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, სწორად ჩამოჭრილი უკანა ნაწილი, კარებები უბრალოდ მართკუთხედებია. აღსანიშნავია, მანქანა დაფარულია სპეციალურ საფარით, რომელიც იცავს მცირე დაზიანებებისგან. Toyota Tj Cruiser Concept 2017-2018 – ის გაბარიტებია: სიგრძე 4300 მმ, 1775 მმ სიგანე, 1620 მმ სიმაღლე, ღერძებს შორის მანძილი 2750 მმ. 2.750 მმ-იანი ღერძებს შორის მანძილი, საშუალებას იძლევა, გაკეთდეს ძალიან მოსახერხებელი, მრავალფუნქციური და ფართო სალონი. საბარგო ნაწილის იატაკი და სავარძლების უკანა მხარე დამზადებულია სპეციალური, მყარი პლასმასისაგან. საბარგო ნაწილის მაქსიმალურად გასაზრდელად, არა მხოლოდ უკანა სავარძლები იშლება, არამედ წინაც. რაც საშუალებას იძლევა სალონში 3 მეტრის სიგრძს საგნებიც მოთავსდეს. სალონის წინა ნაწილის და მძღოლის სამუშაო ადგილის გაფორმება ძალიან მარტივი და ლაკონურია, მაგრამ ამავე დროს არის ბევრი თანამედროვე აპარატურა. სალონის მთელ წინა პანელზე არის ფერადი მრავალფუნქციური ეკრანი, ცენტრალურ კონსოლზე ფერადი სენსორული მულტიმედიური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია როგორც მულტიმედიაზე, ასევე კლიმატურ პარამეტრებზე. არის მრავალფუნქციური საჭე, ელექტრული პარკირების მუხრუჭი, ორიგინალური ფორმისა და კონსტრუქციის სკამები, ხელით სამართავი ღილაკებისა და გადამრთელების მინიმალური რაოდენობა. Toyota Tj Cruiser Concept 2017-2018 წწ. აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური მოწყობილობით, რომელშიც შედის ბენზინის 2, 0- ლიტრი მოცულობის ძრავი და ელექტროძრავი. წინასწარი მონაცემებით ავტომობილი გამოვა როგორც წინა წამყვანი თვლებით (Front-wheel-drive), ასევე სრულამძრავიანი (Four-wheel-drive system). 49 შეფასება არ არის
|