საზოგადოება ბრიტანელი ქალი საკუთარ ძაღლს გაჰყვა ცოლად 2017, 11 ოქტომბერი, 9:25 ბრიტანელი 43 წლის ქალბატონს ვილჰელმინა მორგან კალაგანს(Wilhelmina Morgan Callaghan) რვა წლის განმავლობაში იდეალური ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, ჰარი სტენლი მორგანთან, " ჰენრი საყვარელია, ყოველთვის ალერსიანი, ერთგული, კეთილი და გვერდში მდგომი"აღნიშნავს ვილჰელმინა, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ჰენრი....არის ძაღლი, იორკშირ-ტერიერი.
ვილჰელმინა ჰარის "საკუთარ ხელმწიფეს" უწოდებს და იხსენებს იმ რთულ გზას, რომელიც მათ ერთად განვლეს, მამაკაცებთან ურთიერთობისგან საბოლოოდ გაწბილებულმა ვილჰელმინამ ინტერნეტში ამოიკითხა ძაღლთან ქორწინების შემთხვევები და ქალმაც გადაწყვიტა ძაღლთან რვაწლიანი ურთიერთობა ქორწინებით აღენიშნა. რადგან ცხოველებს და ადამიანებს შორის ქორწინება კანონით აკრძალულია, ვილჰელმინამ გადაწყვიტა საქორწინო ცერემონიალი სოციალურ ქსელში ჩაეტარებინა მოწმეების თანდასწრებით. "ჰარი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც კი როდესაც ყველაზე მძიმე დღეები მქონდა-სამსახურის დაკარგვა, უფულობა და წყალდიდობისგან სახლის დაზიანება"-აღნიშნა ქალმა. ბრიტანეთში იურიდიულად ცხოველთან კავშირი აკრძალულია, თუმცა ვილჰელმინამ სპეციალურად სერთიფიკატი მაინც აიღო, მათი სულიერი კავშირის აღსანიშნავად და ამას ყველაფერს საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს. 194 6-ს მოსწონს
|