საზოგადოება მოსკოვში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი "დააბოლა" 2017, 10 ოქტომბერი, 16:08
მოსკოვში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექსტრასენსი, 80-იანი წლების ტელესახე, ალან ჩუმაკი.ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა.
'რამდენიმე საათის წინ მოსკოვში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ალან ვლადიმერის ძე ჩუმაკი, უდიდესი მკურნალი, მწერალი, ფილოსოფოსი, უბრალოდ შესანიშნავი ადამიანი, ჩვენ 27 წელი ვმეგობრობდით"-წერს ჟურნალისტი. ალან ჩუმაკი განსაკუთრებით ცნობილი გახდა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, იგი ხელების და ტუჩების მოძრაობით ტელევიზორიდან "კურნავდა" პაციენტებს, საკმარისი იყო თქვენს ტელევიზორის წინ დამჯდარიყავით და თან გქონოდათ წყლით სავსე ჭურჭელი ან რაიმე მალამო, რომელიც ტელესანსის დროს "იმუხტებოდა." ალან ჩუმაკმა დაამთავრა მოსკოვის ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტი, 1965 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში სპორტულ კომენტატორად, შემდეგ კი სატელევიზიო სააგენტო АПН-ის მთავარ რედაქტორად. ალან ჩუმაკის "სამკურნალო სეანსები" მოგვიანებით შეაჩერეს, როდესაც გამოვიდა ბრძანება არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის შეზღუდვის შესახებ. 2000 წელს ჩუმაკი კინაღამ დუმის დეპუტატი გახდა, სამარის ოლქში ხმების 3% დააგროვა. ამავე 2000 წელს ჩუმაკმა გამოსცა წიგნები:"ის ვისაც სჯერა სასწაულის", "განკურნების ძალა თქვენშია" და "ექსტრასენსის წიგნი:პრაქტიკული რჩევები თქვენი და თქვენი ახლობლების განკურნებისათვის" პრესაში მას ხშირად შარლატანს უწოდებდნენ. 804 7-ს მოსწონს
|