x
image
ვიზა კოხაძე
"მიშა, ძვირფასო!" - გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს

imageგადაცემა "პოსტსკრიპტუმში" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და მისი კრიტიკის ობიექტი ენმ - ის რიგებიდან გასული ეგრეთ წოდებული " ევროქოცები" გახდნენ. ცოტა ხანში სიუჟეტის გასვლის შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს და თუ აქამდე უგულავა მას " ჯართად" მოიხსენიებდა, დღეს უფრო მკაცრად და უხეშად შეაფასა - საფრთხობელას, ორღობის ჭორიკანას და ასტროლოგიურად დეგრადირებულს უწოდებს თავის ყოფილ თანაგუნდელს და ახლო მეგობარს.imageუგულავას სტატუსს მთელი ღამის განმავლობაში განიხილავდა ქართული საზოგადოება და არაერთგვაროვან შეფასებებს აძლევდნენ ევროპული საქართველოს ერთ -ერთი ლიდერის სტატუსს. მაგალითად, აი რას წერს ილო ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე: - "Ilo Nikolaishvili2 სთ. არც აქუბარდიას, არც ბრეგაძეს, არც ბიძინას, არც არავის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ უთქვამს ისეთი ყლეობა, რაც უგულავამ უთხრა მიშას - კეზერაშვილის წინაშე ყველანაირად ვალში ხარო.

Gigi Ugulava 10 სთ.მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა - ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში. აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნლისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია."imageუგულავას სტატუსს ათასამდე კომენტარი და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი და ბილწსიტყვაობით გამორჩეული კომენტარები მოჰყვა.

Julie Dumbaze ერთი თუ ძმა ხარ გიგის გმირობებიც შეგვახსენეთ, რა!! მომწონს პასუხის გაცემა 4 8 სთ. მართვა იხილეთ მეტი პასუხი Iza Giorgadze დაწერეთ პასუხი... Alika Kuprava გადმოცურვის ფაქტორმა ცუდად იმოქმედა 2016 ში. მომწონს პასუხის გაცემა 2 10 სთ. მართვა Badri Petelava ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის, ხომ გახსოვთ? მომწონს პასუხის გაცემა8 სთ. Mamuka Japaridze nu heecit imageრაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მან თქვა: - " „ევროპული საქართველო არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯნოდა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ. იცოდნენ მათ ეს, არ იცოდნენ მათ ეს, უნდოდათ მათ ეს, არ უნდოდათ მათ ეს, ობიექტური რეალობაა, რომ ამით ივანიშვილი გაძლიერდა. მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რაც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების მერეც, მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ ჩემი შესაძლო დაბრუნება. ჩემი შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს მთავარ პრობლემად და არა ბიძინა ივანიშვილი. ”

1
929
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
929
  
2017, 9 ოქტომბერი, 11:05
ორი ,,ქარველი ვაჟკაცი,,)))))
0 1 1