სხვა ყველაზე უცნაური მცენარეები 2017, 14 ოქტომბერი, 10:25 სოდომის ვაშლი ( Calotropis procera) მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი, სადაც ცოდვილი ადამიანები ცხოვრობდნენ, ღმერთმა ცეცხლოვანი წვიმით აღგავა მიწისაგან პირისა (დაბადება თავი 19; 2 რჯული 29, 23) და იმისთვის რომ ეს ისტორია დავიწყებას არ მისცემოდა და ადამიანებს სცოდნოდათ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში დაისჯებოდნენ, განადგურებული ქალაქების ადგილზე, ღმერთმა განსაკუთრებული ხე გააჩინა, რომელსაც ხალხმა «სოდომის ვაშლი» შეარქვა. იოსებ ფლავიუსი (37 – 100 წწ.) წერდა, რომ სოდომის ვაშლი მხოლოდ გარეგნულად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი შეჭმა შეიძლება. მაგრამ საკმარისია ხელში აიღოთ, რომ მაშინვე ფერფლად იქცევა... დიდი ხნის მანძილზე ეგონათ რომ ამ ვაშლის არსებობის ისტორია მოგონილი იყო, მაგრამ ხე რომელიც მოჩვენებით ნაყოფს ისხავს, მართლაც არსებობს. იმის გამო, რომ ამ ხის ნაყოფი მტევნისებურად არის ასხმული, მას ადგილობრივები სოდომის ყურძენს ეძახიან. ის მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე იზრდება. მისი ნახვა ასევე შეიძლება არაბეთის ნახევარკუნძულზე და ჩრდ. და ტროპიკულ აფრიკაში. ვაშლი მართლაც ჰაერით არის სავსე და ადგილობრივები მის სახელს არსებით სახელადაც იყენებენ და «apple of Sodom» სახელით მოჩვენებით სილამაზეს აღნიშნავენ. ტიტანური ამორფოფალუსი (ლათ. Amorphophallus titanum)
ეს ყველაზე დიდი და ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილია დედამიწის ზურგზე. 5 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია, შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ყვავილის გაკეთება. მცენარე 1878 წელს დას. სუმატრაზე აღმოაჩინეს. მას ოფიციალური სახელწოდების გარდა, ვუდუს ლილიას, ეშმაკის ენას, გველის პალმას და ცუდი სუნის გამო, გვამის ყვავილსაც ეძახიან. ამორფოფალუსი ვაკის ყვავილია, იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში, დაწყებული დას. აფრიკიდან – ოკეანეთის კუნძყლების ჩათვლით. ხარობს სამხ. აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, ბანგლადესში, შრი-ლანკაზე, ლაოსში, იავაზე და ავსტრალიაში. ადრე გაზაფხულზე მიწის ზედაპირზე ყვავილის 50-70 სმ-ს სიმაღლის ყუნწი (ღერო) ჩნდება. ხოლო, მის თავზე, ტაროს ფორმის ყვავილი ჯდება, მუქი ბორდოსფერი დაგოფრილი მოსასხამით. გვირგვინის სიმაღლე, დაახლოებით, 70 სმ-ს აღწევს. ზოგიერთი წყაროების მიხედვით კი, A. Titanium-ის სიმაღლემ შეიძლება 4 მეტრიც კი იყოს. სუნს რომელსაც ყვავილი გამოსცემს, სასიამოვნოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მას გაფუჭებული ხორცის სუნი აქვს. სწორედ ეს სუნი იზიდავს მწერებს, რომლებიც მცენარის დამტვერვას უწყობენ ხელს. ყვავილობა 2 კვირის მანძილზე გრძელდება. ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელი არის. მაგრამ, ამ ხნის მანძილზე, ის მხოლოდ 3-4-ჯერ ყვავდება. დასვენების პერიოდში ის საჭირო ნივთიერების და ენერგიის მარაგს იკეთებს, რომ როდესაც დრო მოვა, კიდევ ერთხელ გაყვავდეს და თავისი საილამაზით ყველას თავი მოაწონის. ნეპენტეს ატენბორო (Nepenthes Attenboroughii) ეს უჩვეულო ყვავილი კუნძულ პალავანზე (ფილიპინები), 2000 წ. აღმოაჩინეს. მის აღმოსაჩენად 3 მეცნიერმა ს. მაკფერსონმა, ელ. რობინსონმა და ფილიპინელმა მეცნიერმა ფ. ჰაინრიხმა ექსპედიცია მოაწყეს და კუნძულზე მდებარე მთა ვიქტორია დალაშქრეს, რომელზეც მათ ამ ყვავილის დიდი «დოქები» აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ეს უჩვეულო ყვავილი – ნამდვილი მტაცებელი არის და ის მღრღნელებით «იკვებება». «ცოცხალი ქვების» ( Lithops) ეს საოცარი მცენარე, 1811 წელს, ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ბუნებათმცოდნემ უილიამ ბერჩელმა აღმოაჩინა, სამხრეთ აფრიკის ქვიან უდაბნოში მოგზაურობის დროს. ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ წიგნში, მან ტექსტს აღმოჩენილი მცენარის ნახატებიც დაურთა. როგორც მეცნიერი წერდა, ქვებს შორის მცენარე ისე კარგად იყო შენიღბული, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო შეამჩნია. მცენარის «ქვისებურ» გარეგნობას მნახველი შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული «ქვები», მისი ტენით გაჯერებული ფოთლებია. ეს ერთგვარი რეზერვუარია, რომელშიც მცენარე, უდაბნოშეი ესოდენ საჭირო წყლის მარაგს ინახავს. «ცოცხალი ქვის» დიამეტრი, უმეტეს შემდხვევაში, 5 სმ-ს არ აღემატება. ფოთლები მოკლე ღეროზე არის მიმაგრებული, ხოლო საარსებო წყაროს გრძელი ფესცებით მოიპოვებს. მიუხედავად მისი ბუნებრივი თვისებებისა, სახლის პირობებშიც კარგად იზრდება: თესლიდან ამოზრდილი «ქვები» დიდი ხნის მანძილზე ახარებენ პატრონის. რაიმონდის პუია (Puya raimondii) ძალიან იშვიათი, ძალიან ძველი და ზომის მიხედვით, ძალიან დიდი მცენარე – რაიმონდის პუია, დღეს მხოლოდ ველურ ბუნებაში, ანდების მთებში იზრდება. გარდა ამისა, ის შეიძლება შეგვხვდეს ბოლივიის ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზეც. მცენარეს სიმაღლე 10-12 მ. შეიძლება იყოს, ხოლო მისი ყვავილედის დიამეტრი 2, 5 მ-ია, რომელზეც მჭიდროდ განლაგებული უმარტივესი ყვავილებია. 1 მცენარეზე ამ ყვავილების საერთო რაოდენობამ, შეიძლება 10 000 ცალზე მეტი იყოს.
იმისთვის, რომ ასეთი დიდი რაოდენობის ყვავილები გაზარდოს, პაუია ძალას მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მცირე არ არის. საშუალოდ, ის 50 წლის თავზე ყვავდება, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც 150 წლის მცენარემ გამოიტანა ყვავილი. სამწუხარო ის არის, რომ მას შემდეგ, რაც გიგანტური «სანთელი» გაყვავდება და თესლს გაიკეთებს – მცენარე ხმება. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი იშვიათი. ველურ ბუნებაში, მისი გავრცელების არიალში, 1 კვ. კმ-ზე მხოლოდ 1 პუია ხარიბს.
დღეს მეცნიერები და ბუნებისდამცველები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ მცენარის გასამრავლებლად: ხელოვნური განაყოფიერება, ახალგაზრდა მცენარეების ქვეყნის (ბოლივია, პერუ) მასშტაბით დარგვა და მათი გამოყენება ტერიტორიის გამწვანების მიზნით. მათ იმედი აქვთ, რომ ეს ზომები სასურველ შედეგს გამოიღებს და მცენარე გადაშენებას გადაურჩება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ოთახის გათბობის ალტერნატიული ხერხი (გათბობა ყვავილის ქოთნებით) იაპონიაში ყვავილების დასამტვერი აპარატი გამოიგონეს ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ1538 10-ს მოსწონს
|