x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იაპონიაში ყვავილების დასამტვერი აპარატი გამოიგონეს

image


ამ მოწყობილობას დრონ-დამტვერავი ეწოდება და მას იმ მწერების ფუნქციის შესრულება შეუძლია (მართალია, ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზე), რომლებიც ნექტრით იკვებებიან და პარალელურად, ყვავილების დამტვერვას ახორციელებენ.
ეს პატარა უპილოტო აპარატი იაპონიის მოწინავე ტექნოლოგიების და მეცნიერების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ამ პატარა რობოტებმა უნდა აღმოფხვრან პრობლემა, რომელიც ფუტკრების პოპულაციის შემცირებამ გამოიწვია მთელს მსოფლიოში.
5 სმ სიდიდის დრონებს G-Force PXY CAM წებოვანი ზედაპირი აქვს, რომელიც ცხოველის ბეწვისგან შედგება და თხევადი გელით არის დაფარული. ეს უკანასკნელი, საკმაოდ წებოვანია იმისთვის, რომ მტვრიანების მარცვლების მიწებება შეძლოს.
დრონი დისტანციურად იმართება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ყვავილის გვირგვინში შესვლას ვერ «ახერხებს». გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ რობოტი, ფუტკარს ვერ ჩაანაცვლებს და უფრო პრიორიტეტულად, ფუტკრების გადარჩენაზე ზრუნვას მიიჩნევს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების ხუთეული

* კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენები

* რატომ უნდა გადავტვირთოთ Wi-Fi

* ექსტრემალური შემთხვევები და მობილური ტელეფონების ფუნქციები

* ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში

0
55
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0