ტექნოლოგიური სიახლეები მთვარეზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია 4 მარტი, 12:54 შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დიდი ხნის წარმოდგენები მთვარეზე, მას შემდე დაიმსხვრა, რაც დედამიწის თანამგზავრზე ჩინეთის სადგური «Chang'e 5»–ს მისია შედგა. რა იყო განსაკუთრებული მთვარის ექსპედიციაში? მარტივად რომ ვთქვათ, მთვარიდან ჩამოტანილი გრუნტის კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, იმის თქმა შეიძლება, რომ მისი ზედაპირი ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენი სამყარო რადიკალურად შეცვლა შეუძლია. მთვარის ქარიშხლების ოკეანე დედამიწის თანამგზავრის ეს ნაწილი, მის ეკვატორთან ახლოს მდებარეობს. ქანების ნიმუშების შესაგროვებლად, ჩინური «Chang'e 5» სწორედ იქ დაეშვა. ბურღვა, სპეციალური საბურღი დანადგარებით, წარმატებული იყო და 14 დღის შემდეგ, მთვარის გრუნტი, რომლის წონა, დაახლოებით, 2 კგ–ს შეადგენდა, უკვე დედამიწაზე იყო... და ახლა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რევოლუციური აღმოჩენების მოლოდინი, სრულად გამართლდა. ჯერ ერთი, დადასტურდა მოსაზრება, რომ მთვარე, დედამიწასთან მარსის ხელა პლანეტის შეჯახების და ჩვენი პლანეტიდან ნაწილის მოწყვეტის შედეგად შეიქმნა. ამასთან, თავიდან ის გავარვარებული ქანებით იყო დაფარული. ხოლო შემდეგ, მისი ზედაპირი გამყარდა, წყლის რესურსი კი, აორთქლდა. და მეორე – მთვარე აქამდე, გამომშრალ ციურ სხეულად ითვლებოდა, კოსმოსურმა ზონდებმა კი, მის პოლარულ რეგიონში, გაყინული წყლის შთამბეჭდავი მარაგი აღმოაჩინა. საიდან და როგორ გაჩნდა ყინული ჩვენს თანამგზავრზე, ჯერ–ჯერობით, უცნობია. ფასდაუდებელი მინის ბურთულები მთვარის გრუნტის კვლევისას, პატარა ზომის კრისტალები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მთვარის ზედაპირზე მეტეორიტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულების ვარდნის შედეგად შეიქმნა. მეცნიერებმა ამ კრისტალებში წყალი აღმოაჩინეს. მართალია, ამ კრისტალების ზომა მცირეა და უმნიშვნელო რაოდენობის წყალს შეიცავს, თუმცა, მთვარის სიღრმეებში, ამ ბურთულების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, უხეში გაანგარიშებით, შეიძლება ითქვას, რომ თანამგზავრზე, 330 მლრდ. ტონა წყალი, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის მარაგი. ძვირფასი რესურსი წყლის გარდა, კრისტალების კვლევისას, მეცნიერებმა უცნობ ნივთიერებაც აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე დღემდე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, გაირკვა რომ, უნიკალური თვისებების გამო, ამ ნივთიერების გამოყენება, ბირთვულ სინთეზში, მთავარი კომპონენტის სახით შეიძლება. და უფრო მეტიც, მეცნიერები თვლიან, რომ მისი გამოყენება, დედამიწის ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხოლო, ამ ტიპის სინთეზი იმით არის უნიკალური, რომ უზარმაზარ ენერგიას გამოყოფის შემდეგ, რადიოაქტიური ნარჩენები არ რჩება. ახლა ჯერი ტექნოლოგიების შექმნაზეა, რომელშიც მთვარის კრისტალების გამოყენებით, ენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს ატომური ელექტრო სადგურის მაგვარი ტექნოლოგიები უნდა იყოს, რომელიც უსაფრთხო ენერგიის გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული. არხის სხვა სიახლეები:* ანდაზებით გადმოცემული ებრაული სიბრძნე* NASA ამას წლების მანძილზე მალავდა...* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?265 2-ს მოსწონს
|