ტექნოლოგიური სიახლეები NOKIA ბაზარზე ბრუნდება 2017, 21 იანვარი, 17:20 შორეულ 2007 წელს Nokia-მ არასწორი არჩევანი გააკეთა და მობილურების მწარმოებელი კომპანიების ლიდერთა ჯგუფს გამოეთიშა. სწორედ 10 წლის წინ კომპანიას ჰქონდა შანსი მსოფლიოში ყველაზე უნიკალური სმარტფონების საწარმოებლად. მაშინ საუბარი Nokia Aeon მოდელზე იყო, რომლის მთავარი კონცეფცია სენსორული ეკრანი იყო, რომლითაც ტელეფონის ზედაპირი მთლიანად იქნებოდა დაფარული.
გასული წლის ბოლოს, Microsoft-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და დღეს, როდესაც ბაზარი აიფონებით და ანდროიდებით არის გაჯერებული და უკვე ვერავის გააკვირვებთ სენსორული ეკრანით, ნოკიამ დაბრუნება გადაწყვიტა. მაღალი ტექნოლოგიების CNEWS სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში, ბაზარზე Nokia-ს 2 სახის სმარტფონი გამოჩნდება, 5, 5 და 5, 2 დიუმის დიაგონალის ეკრანის ზომით. ხოლო მობილური ტელეფონების ფასი, სავარაუდოდ, 500 დოლარის ფარგლებში იქნება. 169 9-ს მოსწონს
|