x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თურქები ამტკიცებენ,რომ წმ. ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

image


imageთურქი არქეოლოგები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ აღმოაჩინეს წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის საფლავი, რომელსაც დასავლეთში წმინდა ნიკოლოზის ან სანტა კლაუსის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო ის წმინდა რელიქვიის ნარჩენები, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში არის, მიეკუთვნება სხვა ადამიანს.



ცნობილი გახდა, რომ თურქმა არქეოლოგებმა დაუზიანებელი საფლავი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიწისქვეშ შენობაში აღმოაჩინეს, ეკლესია მდებარეობს თურქეთის დემრეში, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.


პატარა ქალაქი დემრე აშენდა უძველეს ქალაქ მირონის ნანგრევებზე, სადაც სავარაუდოდ წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დემრეში არის მისი მთავარი ტურისტული ცენტრი და პოპულარული ადგილი მომლოცველები ქრისტიანებისთვის. არქეოლოგიური სამუშაოები უკვე 20 წელია მიმდინარეობს.



"ტაძარში მიწისქვეშა მღვიმე გადარჩა და დღეს კარგ მდგომარეობაში, - განაცხადა თურქული გაზეთ" Hürriyet -თან ინტერვიუში ჯემილ ყარაბაირამმა, -ანტალიის გეოდეზიისა და ძეგლების ხელმძღვანელმა -. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფლავი დაზიანებული არ არის, მაგრამ რთული შიგნით შეღწევა, რადგან შესასვლელში მოზაიკაა გაკეთებული. უპირველეს ყოვლისა პირველი, უნდა შევისწავლოთ სათითაო ნაჭერი და მხოლოდ შემდეგ შევაღწიოთ საფლავამდე."

imageფოტოზე:წმ. ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკა ბარში, სადაც ითვლება, რომ ინახება წმინდანის ნაწილები.


წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი დაიბადა 257 წელს და თითქმის 90 წელზე მეტი იცოცხლა, წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.


მირონ–ლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად არჩევის შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა საშინელი დევნა დაიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა – კვლავ ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა ტანჯვა-წამებას .


ტახტზე კონსტანტინე დიდის ასვლის შემდეგ(306წ.) ქრისტიანების დევნა შეწყდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.


წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმინდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა.

წმიდა ნიკოლოზს მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს მიაწერენ.


წმ.ნიკოლოზს ქრისტიანები განსაკუთრებით პატივს სცემენ მისი თავმდაბალობისთვის და სიკეთისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებთან მიმართებაში.


წმიდა ნიკოლოზის სიკეთე საუკუნეების განმავლობაში ლეგენდად გავრცელდა და ქრისტიანული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც "თოვლის პაპა" რომელიც ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს.


ჰოლანდიაში და ამერიკაში დამკვიდრდა ახალი ვერსია, - სანტა კლაუსი, რომელიც ფართოდ გამოიყენება დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში.

image



0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0