x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოცხლად დამარხული: ქალი 7 წელია უშედეგოდ ცდილობს დაამტკიცოს,რომ ცოცხალია და მკვდარი არ არის
image53 წლის ხუანა ესკუდერო ცოცხალია და კარგად არის, მაგრამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იგი ვერაფრით ამტკიცებს ამ ფაქტს. ადმინისტრაციული შეცდომის გამო, მას მიიჩნევენ გარდაცვლილად და აგერ უკვე 7 წელია არ შეუძლია ისეთი ელემენტარული საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა, ვთქვათ, როგორიცაა ექიმთან ვიზიტი ან მართვის მოწმობის გამოცვლა. ქალი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ მას სურს, მისი საფლავი გათხარონ იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არ არის გარდაცვლილი.



ეს ყველაფერი შვიდი წლის წინ დაიწყო, ესპანეთის მალაგაში, სეკუდეროს მოსახელე და მოგვარე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის მთავარი გმირი ცოცხალი იყო და ამ დროს ალკალა დე გუადირაში იმყოფებოდა, ესპანეთის ხელისუფლებისთვის სწორედ ის გარდაიცვალა, თავდაპირველად ესკუდაროს ოჯახი ამ ამბავზე გულიანად იცინოდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ საცინრად ნამდვილად არ ჰქონდათ საქმე.

image

პირველად ხუანამ, საკუთარი "სიკვდილის შესახებ" მაშინ გაიგო, როდესაც შვიდი წლის წინ ექიმთან მივიდა. საბედნიეროდ, ექიმი იცნობდა მას, ამიტომ განაგრძო მკურნალობა. ის იყო პირველი, ვინც აცნობა ქალს, რომ სოციალური დაზღვევის მონაცემებით, იგი მკვდარია. "როდესაც ექიმმა ჩემი სახელი კომპიუტერში შეიყვანა, აღმოჩნდა, რომ მკვდარი ვიყავი. მან მოაბრუნა ეკრანი ჩემკენ და ვხედავ რომ სინამდვილეში მართლაც მკვდარი ვარ. ექიმმა მაინც განაგრძო ჩემი მკურნალობა, რადგან მიცნობდა"





თავდაპირველად ხუანამ იფიქრა, რომ ეს მხოლოდ პროგრამული შეცდომა იყო. მან სიტუაციის გასარკვევად სოციალურ სამსახურს მიაკითხა. იქ შეიტყო, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ეგონა. ხუანი და მისი ოჯახი შვიდი წლის განმავლობაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქალი ცოცხალია. 2011 წელს, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მას მემკვიდრეობა უნდა გადმოეფორმებინა, მაგრამ მან ვერ შეეძლო ამის გაკეთება. 2012 წელს, როდესაც ხუანმა მძღოლის ლიცენზიის განახლება მოინდომაა, ქალმა შეიტყო, რომ "მკვდრებს არ შეუძლიათ მართვა."

image

პრობლემის მოსაგვარებლად, ხუანამ მთავრობას შესთავაზა, რომ მოხდეს გვამის ექსგუმაცია და დნმ-ის ტესტირება. განცხადება შეიტანა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. გასულ წელს, როდესაც ხუანმა მალაგაში "საკუთარი"საფლავი მოინახულა, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ "ამ საკითხზე გადასაწყვეტი არაფერია".

ამ ვითარებაში ყველაზე ირონიული ის არის, რომ ხუანა უკვე შვიდი წელია დაღუპულია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ბანკები კვლავ უგზავნიან უწყებებს სესხებზე, იპოთეკებზე და დაზღვევაზე.

2
238
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
2017, 4 ოქტომბერი, 12:19
სტატიის ბოლო წინადადებამ ,,დაგლიჯა,,)))))))))))
2017, 3 ოქტომბერი, 20:03
კარის მეზობლის მულს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია მთელი 12 წელი პენსიას არ აძლევდნენ მკვდარი ხარო. საბუთები დაიკარგა და ეს ქალბატონიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
თურმე აფხაზ ნათესავებს ყოლიათ შეფარებული მალულად და როცა ასე თუ ისე დარეგულირდა სიტუაცია ენგურის ხიდამდე მოაცილეს. :(((
0 1 2