საზოგადოება ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... 2017, 2 ოქტომბერი, 19:16 ![]() "ყოველ ჩვენგანს ჰყავს თავისი გურჯი-ხათუნი, უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალები – ყველაზე სევდიანი ემიგრანტები დედამიწის ზურგზე, უსაშველოდ რომ ენატრებათ ეს უცნაური მიწა " - დათო ტურაშვილი, "გურჯი ხათუნი".. მას ხშირად ბებიას ადარებენ - თამარ მეფესავით ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი ყოფილა, მასაც თამარი ერქვა და არც მისი საფლავი არ არის ცნობილი... დიდ თამარზე საქართველოში დადის ლეგენდები, მის შვილიშვილზე კი - აღმოსავლეთში. ![]() 13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით "გურჯი-ხათუნი" შეარქვა. დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა "გურჯი-ხათუნის" მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა. თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა "მზე და ლომი" ("შირ-უ-ხურში"). ![]() გასაკვირია, რომ ასეთი ღირსებებით შემკული ადამიანი იყო მზაკვარი რუსუდანის ქალიშვილი... ![]() ![]() მალე თამარს კიდევ ერთი დიდი დარტყმის გადატანა მოუხდა: სულთანი ყაისედინი მოკლეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სულთანი თამარზე შეყვარებულმა ვეზირმა, სულეიმან ფერვანამ მოკლა. ასეა თუ ისე, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის განმგებელი სწორედ ფერვანა გახდა და დედოფალი თამარიც ცოლად შეირთო. პირველის მსგავსად მეორე ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა თამარ დედოფალი და მის ყველა სურვილს ასრულებდა. ასევე დიდ პატივს სცემდა დედოფლის სულიერ მამას - ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელსაც გურჯი ხათუნი დიდ პატივს სცემდა და მფარველობდა. სწორედ თამარის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა ჯალალედ-დინ რუმის სურათი და გრანდიოზული აკლდამა, რომელიც დღესაც კი ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა. ![]() როცა რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ, თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობაში ბედი თამარს ყველაზე დიდ უბედურებას უმზადებდა... მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე ყაისედინმა თავის მემკვიდრედ სწორედ თამართან შეძენილი შვილი აღიარა. ამის შემდეგ გურჯი ხათუნის კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად მისი საფლავიც კი უცნობი რჩება... ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში თამარ დედოფლის შესახებ. ერთერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური გურჯი ხათუნი ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია... ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს ![]() ![]() ![]() ![]() 5. რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში ![]() ![]() ![]() 14280 16-ს მოსწონს
|