ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველმა მან ესროლოს ქვა...მონიტორს!
1. რახაბი - იერიხონის გალავნის ჩამონგრევა
რახაბი - ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 ათასი წლის წინ ცხოვრობდა და პროსტიტუციით იყო დაკავებული. იგი საოცრად ლამაზი და შორსმჭვრეტელი იყო.
მოსეს სიკვდილის შემდეგ იესო ნავეს ძემ იერიხონში ორი მზვერავი გაგზავნა. ისინი ვერავინ იპოვა, რადგან რახაბმა, რომლის სახლიც გალავანში იყო, გადამალა ისინი და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა, რომ ქალაქიდან გაქცეულიყვნენ. მზვერავები სამ დღეს იმალებოდნენ ახლომდებარე მთიან მხარეში, რის შემდეგაც იორდანე გადალახეს და ისრაელთა ბანაკში დაბრუნდნენ.
იერიხონის გალავნის ჩამონგრევის შემდეგ, ისრაელები შეიჭრნენ იერიხონში და გაანადგურეს მისი მოსახლეობა და პირუტყვი. იესო ნავს ძემ დაინდო მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახი.
თალმუდში რაავზე აღტაცებით არის მოთხრობილი. ერთ-ერთი ბრძენის მოგონებების მიხედვით, რახაბის სილამაზე იმდენად მომაჯადოებელი იყო, რომ მამაკაცებს, რომლებსაც იგი ნანახი ჰყავდათ, მისი სახელის სხენებაც კი აღელვებდათ.
2. ტერეზა ბერკლი - ბდსმ-ს პოპულარიზაცია
ლონდონში მშვენირი ტერეზა ბერკლის დაწესებულებაში კლიენტებს შეეძლოთ მიეღოთ სერვისი, რომელიც ჩვეულებრივი იყო ვიქტორიანული ეპოქის სკოლებისთვის, მაგრამ სრულიად უჩვეულო - ცოლ-ქმრის საძინებლებისთვის - ეს იყო გაშოლტვა. ტერეზას ე.წ. ბდსმ-ს მოყვარულთათვის მთელი არსენალი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა "ბერკლის ცხენი" - მოწყობილობა, რომელიც იჭერდა ჯენტლმენს და მისი გაშოლტვის საშუალებას იძლეოდა. თუმცა ტერეზას მომსახურეობით არა მხოლოდ ჯენტლმენები, არამედ ქალბატონებიც სარგებლობდნენ.
პრივილეგირებული ბორდელის მეპატრონეს კარგად ესმოდა, რამდენად საჩოთირო საქმით იყო დაკავებული და სტუმართა კონფიდენციალობის გარანტიას იძლეოდა.
ამ საქმით ტერეზამ საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა. ბერკლის სიკვდილის შემდეგ მისი საკუთრება ძმას დარჩა, რომელიც ინგლისში სწორედ მაშინ ჩავიდა ავსტრალიიდან. როცა ძმამ გაიგო, რა სახის "შრომით" ჰქონდა დას ეს ქონება დაგროვილი, უარი თქვა მემკვიდრეობაზე და კენგურუების ქვეყანაში დაბრუნდა.
3. ჟანა დიუბარი - საფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XV-ის უკანასკნელი ფავოროტი, გადასახადების ამკრეფის უკანონო შვილი, თავს ირჩენდა კერვითა და პროსტიტუციით მანამ, სანამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გრაფი დიუბარის სახლში არ აღმოჩნდა, იქიდან კი, უფრო მეტად ბედნიერმა შემთხვევამ მეფის საძინებელში არ შეაბრძანა.
ლუდოვიკო თავის საყვარელს არაფერზე ეუბნებოდა უარს: ძვირფასი ტანსაცმელი, სამკაულები, გართობა... მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა ჟანასთვის არნახული სილამაზისა და შოკისმომგვრელი ღირებულების ბრილიანტის ყელსაბამი ეჩუქებინა და შეკვეთილიც ჰქონდა იუველირისთვის. მაგრამ მოულოდნელად ლუდოვიკო გარდაიცვალა. დიუბარი სასახლიდან გააგდეს. დაბნეული იუველირი, რომლისთვისაც მეფემ თანხის გადახდა ვერ მოასწრო, შეეცადა ყელსაბამი დედოფლისთვის მიეყიდა, მაგრამ მარია-ანტუანეტამ უარი განაცხადა: როგორც აღმოჩნდა, ყელსაბამი მისთვისაც კი ძალიან ძვირი იყო.
მალე იუველირის სახელოსნოში მივიდა ქალი, რომელმაც თავი დედოფლის ახლო მეგობრად წარადგინა. მან იუველირს აცნობა, რომ მარია-ანტუანეტა მაინც ყიდულობდა ყელსაბამს და სამკაული წაიღო. საბოლოოდ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, იუველირმა ფული ვერ მიიღო და ყელსაბამიც დაიკარგა. სამაგიეროდ სამეფო კარზე ამგვარი უაზრო მფლანგველობის შესახებ ისტორია ხალხში სწრაფად გავრცელდა და მოთმინების ფიალა აუვსო ხალხს, რომელიც ბურბონების მიმართ უკვე სიძულვილით იყო განწყობილი.
4. ვერონიკა ფრანკო - XVI საუკუნეში ქალთა განათლებაში შეტანილი წვლილი
ვერონიკა ვენეციელი ვაჭრის ქალიშვილი იყო, რომელმაც ქმართან რამდენიმე თვის თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინება მოითხოვა: გათხოვილი ქალის ცხოვრება განათლებულ და მოხერხებულ გოგოს მოსაწყენი და შეზღუდული ეჩვენა. ვერონიკამ სხვა გზით სიარული არჩია. 20 წლის ასაკში იგი უკვე ვენეციის ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ კურტიზანად ითვლებოდა.
ვენეციელი ქალბატონი ბევრი ლიტერატურული წრის წევრი იყო და თავის ნაწარმოებებში ძირითად აქცენტს ქალთა განათლების აუცილებლობაზე აკეთებდა. კრებულში "წერილები", ვერონიკა გოგონებს ურჩევს, არ გათხოვდნენ და გახდნენ კურტიზანები, რადგან ასე უფრო მეტად ექნებათ განათლების მიღების შესაძლებლობა, ვიდრე გათხოვების შემთხვევაში. ვერონიკას საყვარლებს შორის იყვნენ იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი პიროვნებები, მათ შორის საფრანგეთის მეფე ანრი III. ამ უკანასკნელს ვენეციელმა ქალბატონმა რამდენიმე სონეტიც მიუძღვნა.
5. ნელ გვინი - ქალის როლის გაძლიერება თეატრში
ნელის მამა პატიმრობაში გარდაიცვალა, დედა კი მდინარეში დაიხჩო. ერთადერთი სიმდიდრე, რაც დაობლებულ ინგლისელ გოგონას დარჩა, საკუთარი სხეული იყო. პროსტიტუციას მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა მისთვის, მაგრამ გოგონას ყველაზე მეტად მაინც თეატრი იზიდავდა. სცენაზე ქალების გამოჩენა მაშის ახალი დაწყებული იყო (მანამდე ყველა პერსონაჟის როლს მამაკაცები თამაშობდნნ) და ნელიც ამ ახალბედა მსახიობ ქალებს შორის აღმოჩნდა.
სწორედ სცენაზე შეამჩნია მის გვინის სილამაზე კარლოს II-მ და სულ მალე მსახიობი მეფის ფავორიტების რიგებს შეემატა. საინტერესოა, რომ ნელს დრამატული როლები დიდად არ გამოდიოდა, სამაგიეროდ ბრწყინვალე იყო კომედიებში. გვინს მხიარული და უდარდელი ხასიათი ჰქონდა. იმდენად უდარდელი, რომ სიკვდილის წინ კარლოსმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ნუ აშიმშილებთ ნელს" - როგორც ჩანს, მეფე ხვდებოდა, რომ მის საყვარელ ქალს არავითარი დანაზოგი არ ჰქონდა.