სხვა რომელია სამი დაუვიწყარი და რომანტიკული ქალაქი მთელს მსოფლიოში? (+ფოტოები) 2017, 29 სექტემბერი, 10:50 ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, სად იმოგზავურებდით და გაატარებდით დროს სასიამოვნოდ. ბევრი თქვენგანისთვის ზოგიერთი ადგილის მონახულება ოცნებაც კია. გისურვებთ ყველა ოცნების უკლებლივ ახდენას და ვეცდები ჩემთვის გამორჩეული სამი ქალაქი წარმოგიდგინოთ.
ჩემთვის პირველი და ყველაზე რომანტიკული ქალაქია ვენეცია:
2. ალბათ, ელოდებით, რომ შემდეგი იქნება პარიზი, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც კარმელი აღმოვაჩინე, გადავწყვიტე მეორე ადგილი მისთვის დამეთმო. სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი პატარა ქალაქი. (აშშ, სან-ფრანცისკოსთან ახლოს) იხილეთ და დატკბით: და ბოლოს, ალბათ, ისევ პარიზს ელოდებით, მაგრამ არა, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ქალაქია და შეიძლება ითქვას, ყველაზე საოცნებოც - 3. რიო - დაუვიწყარი შეგრძნებების, სიგიჟისა და თავისუფლების ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. იმედია, მკითხველო, არ გამინაწყენდები, პარიზს ცალკე სტატია უნდა მივუძღვნა... ჩემი აზრით, ყველა ქალაქს აქვს თავისი ხიბლი, თავისი რომანტიკა და თავისი განსაკუთრებული ისტორია. იმედი მაქვს, მოგეწონათ სტატია და ისიამოვნეთ. თქვენთვის რომელია ყველაზე რომანტიკული და დაუვიწყარი სამი ქალაქი? 2613 3-ს მოსწონს
|