x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
ახლადგათხოვილმა გოგონამ იარაღთან ერთად ფოტოსესია მოაწყო,რომელიც ტრაგიკულად დასრულდა
imageქმრის თქმით, გოგონა ადრეც იღებდა სურათებს იარაღით ხელში და მის მიმართ გულგრილი არ იყო. თუმცა, გარდაცვლილის მამას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს.


ტრაგედია დატრიალდა ინდოეთის შტატში უტარ-პრადეშში: გარდაიცვალა 26 წლის რადიკა გუპტა(Radhika Gupta).


გოგონა ორიოდე თვის წინ გათხოვდა და დასახლდა საყვარელი მამაკაცის, აკაშის სახლში, რომლის ოჯახი მცირე საიუველირო ბიზნესს ფლობს.


არაფერი უწინასწარმეტყველებდა უბედურებას, მაგრამ საბედისწერო მომენტში გასროლა გაისმა მეორე სართულზე. საშინელი ხმის გაგონებისთანავე მთელი ოჯახი ზემოთ ავიდა. სიმამრის თქმით, იქ მათ ნახეს რადიკა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი. მის გვერდით ეგდო ერთლულიანი თოფი და ტელეფონი ჩართული კამერით, სადაც იპოვნეს სელფები იარაღით ხელში.


წინასწარი მონაცემებით, ფოტოსესიის დროს გოგონამ შემთხვევით დააჭირა სასხლეტს ხელი, სავარაუდოდ არც იცოდა, რომ იარაღი დატენილი იყო.

image

დაზარალებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ინციდენტს, იარაღი და ტელეფონი გაგზავნილია ექსპერტიზაზე, მსხვერპლის სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება, წერს Times of India. თუმცა, გარდაცვლილის მამამ სამართალდამცავებს განუცხადა, ეჭვობს რომ მისი ქალიშვილი შეიძლება მოკლეს მზითვის გამო.

0
574
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0