x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
საინტერესო, შოკისმომგვრელი და შემეცნებითი ფაქტების კოლექცია მთელი მსოფლიოდან

image


მთელ მსოფლიოში ძნელად მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც დარწმუნებით იტყვის რომ ყველაფერი იცის. ჩვენს ირგვლივ სამყარო მრავალმხრივი და საინტერესოა, რომელიც უამრავ საიდუმლოებასა და თავსატეხს ინახავს, რომელთა ამოსახსნელად და შესასწავლად ადამიანს მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოფა. ისტორია, გეოგრაფია, ზუსტი მეცნიერებები და ცოდნის სხვა დარგები - ინფორმაციის ამოუწურავ წყაროს წარმოადგენენ და მსოფლიოში მომხდარ საინტერესო მოვლენების ერთგვარ საცავადაც კი გვევლინებიან, ხოლო იმისთვის რომ დარწმუნდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება იმაზე საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, გეპატიჟებით თქვენი ცოდნის ბაზის გასაფართოებლად და არაერთი შემეცნებითი ფაქტის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად, რომელთა უმრავლესობაც ბევრი თქვენგანისთვის ნამდვილ აღმოჩენადაც კი იქცევა.


image


1970-იან წლებში ასეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩატარდა: მონაწილეებს თვალები აუხვიეს და სთხოვეს სხვა გუნდთან ერთად მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებაში მიეღოთ, რომელიც ბაგირის გადაწევას გულისხმობდა. შედეგად მონაწილეების ნაწილი, რომელსაც ეუბნებოდნენ რომ მათთან ერთად თოკს კიდევ სამი ადამიანი ეწეოდა აღნიშნულ აქტივობას 18 %-ით ნაკლებ ძალისხმევას ახმარდა, ვიდრე ისინი, ვინც ფიქრობდა რომ თოკს მარტო ეწეოდა. ამ ფენომენმა "სოციალური სიზარმაცის" სახელწოდება მიიღო ("სოციალური სიზარმაცის" ფენომენი - ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი თავისებურებაა. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთობლივი მოქმედებისას ჯგუფის წევრები იმაზე ნაკლებ ძალისხმევას იჩენენ, ვიდრე ინდივიდუალური მუშაობის დროს გამოიჩენდნენ).


image



სასექსის მკვლევარმა კომპიუტერულ პროგრამას ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის გამოყენებით ჩიპის შექმნის დავალება მისცა, შედეგად წარმოუდგენლად ეფექტური მეხსიერებათა ბარათი შეიქმნა, რომლის შიდა მექანიზმების გაგებაც შეუძლებელია.


image


ნორვეგიაში არის კუნძული, რომელიც ჩრდილოეთ განედის 68 გრადუსზე (არქტიკული წრის შიგნით) მდებარეობს და საოცარი ბუნებრივი ანომალიით გამოირჩევა: ზაფხულში აქ თბილა, ზამთარში კი ტემპერატურა ნულ გრადუს ცელსიუსს ქვემოთ იშვიათად ეცემა.


image


მექანიკური გადაცემათა კოლოფით "ლამბორგინს" მთელს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანი თუ უკვეთავს, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ქარხანა რამდენჯერმე ამოწმებს, გაუგებრობას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ვინმემ შეცდომით მექანიკური ტრანსმისიის მქონე ავტომობილი ხომ არ შეკვეთა.



image


ჯანჯაფილის მარინადს სუშისთან ერთად იაპონური დელიკატესების სხვადასხვა სახეობის კერძებს შორის გემოს რეცეპტორების "გასაწმენდად" მიირთმევენ. სუშისთან ჯანჯაფილის მიყოლება მზარეულის შეურაცხყოფად ითვლება.


image


ამერიკელმა ჯოან გინტერმა 1993 წლიდან ლატარიაში ოთხჯერ მოიგო. სტენფორდის უნივერსიტეტის სტატისტიკის მომავალმა პროფესორმა, გამოთვალა ალგორითმები, რომლებიც მოგებული ბილეთების თანმიმდევრულ ნომრებს თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრავდა. ამბობენ, რომ პროფესორი წელიწადში ორ თვეს ლატარიის თავსატეხის ამოხსნაზე ხარჯავს.


image


ფოსოები ლოყებზე - სინამდვილეში ეს გენეტიკური დეფექტია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კუნთები სწორად არ განვითარდა და მათ შორის ღრუები წარმოიქმნა.


image


2014 წელს, ქალაქ ვიჩიტაში (კანზასის შტატი) ავიაციის სიმულატორზე სასწავლო "ფრენისას" სამი ადამიანი დაიღუპა, რა დროსაც თვითმფრინავი პირდაპირ სასწავლო ცენტრის შენობას შეეჯახა.


image


ადამიანს, რომელიც იძირება ყურადღების მიქცევის მიზნით ხელების ქნევა არ შეუძლია. ასეთ სიტუაციაში ადამიანი ხელებს ინსტინქტურად აქეთ - იქით ამოძრავებს და წყლიდან თავის დაღწევას ცდილობს, აგდებს რა თავს უკან რათა პირი წყლის ზედაპირზე დაიტოვოს რომ სუნთქვა შეძლოს.


image


"მორიელთა მეფე 4" - გახლავთ სიქველის სიქველი, რომელიც თავის მხრივ, რიმეიქის სიქველის მოტივების მიხედვით არის გადაღებული, რომლისგანაც საბოლოოდ, ტრილოგია შეიქმნა.


image


სატელევიზიო შოუს "უკანასკნელი გმირის" ჰოლანდიური ვერსიის ერთ სეზონში მამაკაცები და ქალები ერთმანეთს დააშორეს და ორ სხვადასხვა კუნძულზე დაასახლეს. რვა დღის შემდეგ კაცებს უკვე ჰქონდათ "ბარი სანაპიროზე", მაშინ როდესაც ქალებს ჯერ ქოხიც კი არ ჰქონდათ.


image



ყავის წარმოების ნარჩენებიდან სპეციალისტებმა ცოტა ხნის წინ, უნიკალური პროდუქტის - ყავის ფქვილის დამზადება ისწავლეს. ეს ფქვილი თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ცხობისთვის, ის არ შეიცავს გლუტენს, ამასთან ძალიან ნოყიერია და აქვს შესანიშნავი ხილის გემო. ყავის ფქვილში იმაზე მეტი ბოჭკოა, ვიდრე იგივე რაოდენობის ხორბლის მარცვალში, ასევე იმაზე მეტი რკინაა ვიდრე ისპანახში, იმაზე მეტი კალიუმია ვიდრე ბანანში და იმაზე მეტი ცილაა ვიდრე კომბოსტოში. როგორც ირკვევა, ამ უაღრესად ღირებულ ნედლეულს, ადრე უბრალოდ ყრიდნენ.


image


ბრიტანულმა ჯგუფმა "Iron Maiden"-მა თავისი ერთ-ერთი სიმღერა ფრენკ ჰერბერტის წიგნების სერიის "დიუნის ქრონიკების" გამოგონილი სამყაროს მიხედვით დაწერა. მუსიკოსებმა მწერალს თხოვნა გაუგზავნეს თავიანთი სიმღერისთვის "დიუნას" დარქმევის ნებართვის თაობაზე და პასუხად შემდეგი გზავნილი მიიღეს: "ფრენკ ჰერბერტს როკ-ჯგუფები არ უყვარს, და მათ შორის განსაკუთრებით არ უყვარს ისინი, ვინც ჰარდ როკს უკრავენ, ხოლო მათგან, ვინც მძიმე როკს უკრავს, მას "Iron Maiden"-ი განსაკუთრებით არ უყვარს ".


image


ადამიანი წყლიდან ამოყვანიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ხმელეთზეც კი დაიხრჩოს. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი "მშრალი დახრჩობის" მსხვერპლი რამდენიმე საათის განმავლობაში წყლით სავსე ფილტვებით დადიოდა და საუბრობდა.


image


ერთმა პროგრამულმა კომპანიამ 1000 დოლარის პრიზი თავის პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო ხელშეკრულებაში "დამალა", რათა ენახა კითულობს თუ არა მას საერთოდ ვინმე. მთელი ხუთი თვე და სამი ათასი გაყიდვა დასჭირდა იმას, სანამ პირველმა დაკვირვებულმა მყიდველმა თავისი პრიზი არ მოითხოვა.


image


მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ლეგენდარული გმირი გახლავთ - "ჩაუძირავი სემი", რომელიც ჯერ გერმანული საბრძოლო ხომალდის "Bismarck"-ის დაღუპვას გადაურჩა, შემდეგ მოკავშირეების მხარეზე გადავიდა და ბრიტანული გამანადგურებლის "HMS Cossack"-ისა და ავიამზიდ "Ark Royal"-ის ერთმანეთის მიყოლებით ფსკერისკენ დაშვებისას თავს გაქცევით უშველა. სემი ნაპირზე 1955 წელს გარდაიცვალა.


image


"ბეჭდების მბრძანებლის" მთელ კინოტრილოგიაში ქალ პერსონაჟებს შორის არც ერთი დიალოგი არ არის.


image


ძმები კოპსები იყვნენ პირველები, რომლებმაც ქვედა ტბაზე (კალიფორნია) ციხე ააშენეს, ასევე ისინი გახდნენ მისი პირველი "ვიზიტორებიც", რომლებიც გისოსებს მიღმა "ობიექტის" წარმატებულად ჩაბარების შემდეგ, ზღვარგადასული დროსტარების გამო აღმოჩნდნენ, საიდანაც პირველებივე გაიქცნენ, ვინაიდან სახურავის დამაგრება დაავიწყდათ.


image


კვლევის თანახმად, ერთი დიდი საკონტეინერო გემი გარემოში იმავე რაოდენობის კიბოსა და ასთმის გამომწვევ ნივთიერებებს უშვებს, რამდენსაც 50 მილიონი მსუბუქი ავტომობილი, ხოლო მსოფლიოში 15 უდიდესი საკონტეინერო გემი ერთად აღებული ჩვენს პლანეტას ისე აბინძურებს როგორც 760 მილიონი მანქანა.


image


მე-18 საუკუნეში, დანიაში იმ ქვეყნად წასვლის მსურველები სასიკვდილო განაჩენის მისაღებად ხშირად ადამიანებს კლავდნენ. მათ ეშინოდათ, რომ თვითმკვლელობის შემდეგ პირდაპირ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდნენ, ამიტომ სჯეროდათ რომ თუ ჩადენილს სიკვდილით დასჯამდე მოინანიებდნენ, სამოთხეში მოხვდებოდნენ.







0
653
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
653