x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 წლის ბიჭუნა აუზში მშობლების და დამსვენებლების თვალწინ დაიხრჩო(ვიდეო)
imageერთ წუთზე მეტხანს ბავშვი დახმარებას ითხოვდა, სანამ დედა-მამა მას ყურადღებას მიაქცევდა.


გასული კვირის ოთხშაბათს, 8 წლის იუსუფ ასაფ ტიკტასი მშობლებთან ერთად შეჰზადელერის რაიონის(თურქეთი) ადგილობრივ აუზში წავიდნენ დასავენებლად.

მშობლები აუზის გასწვრივ გვერდით შეზლონგებზე მოთავსდნენ, ხოლო ბიჭი მაშინვე გაეშურა საცურაოდ.


ბავშვი წყალში გადმოსახტომ პლატფორმაზე ავიდა და აუზში ჩახტა, მისთვის საკმაოდ ღრმა წყალში.



ამის შემდეგ, ბავშვი ერთი წუთით იბრძოდა სიცოცხლისთვის, იქნევდა ხელებს იმ იმედით, რომ ყურადღებეს მიიქცევდა და ვინმე დაეხმარებოდა. მაგრამ მას არც მშობლებმა მიაქციეს ყურადღება და არც სხვა დამსვენებლებმა.

image

ეს საშინელი მომენტი დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა . ჩანს, რომ ბავშვი აუზის თითქმის ცენტრში იმყოფება და ხელებს მაღალა სწევს, მაგრამ არავინ ჩქარობს მის დახმარებას.


მშობლებმა, საიმე და ენგინ ტიკტასებმა, როგორც იქნა შენიშნეს თავიანთი ვაჟი, ამოიყვანეს წყლიდან და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ჩამოსულმა გუნდმა ბავშვი ჰაფსა სულთან ჯალალ ბაიარის საავადმყოფში გადაიყვანეს.

image

იუსუფი მოთავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრრამ საბოლოოდ ბიჭი გარდაიცვალა ტვინში ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული გართულებების გამო გამო.


0
520
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0