საზოგადოება "კომენტარებში მიწერენ თქვენ ვერასოდეს მიხვალთ რუსკა მაყაშვილამდეო...მიკი რურკი მეზიზღება ისე , რომ ვერ ვუყურებ ფილმებს მისი მონაწილებით. იმედია დამინდობთ და არ გააგებინებთ" 2017, 24 სექტემბერი, 10:31 ![]() ქალბატონი რუსუდანი ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს: "რომელიღაც სააგენტოს ჩემი სტატუსი წაუღია რუსკა მაყაშვილზე და არის კომენტარებში ერთი ამბავი. ჯერ სათაურად ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობსო-გამოუტანიათ. და კომენტარებში მიწერენ თქვენ ვერასოდეს მიხვალთ რუსკა მაყაშვილამდეო. ჩემო ძვირფასებო, მერე წუწუნებთ ყველაფერი პოლიტიზირებულიაო ამ ქვეყანაში. მე ვარ მაყურებელი- რუსკა მაყაშვილი მსახიობი და ტვ. შოუს წამყვანი რომელიც სასტიკად არ მომწონს- და მაყურებლის სტატუსი და შეფასების უფლება ვინ და როდის ჩამომართვა ხომ ვერ მეტყვით? მე ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია და არც სიტყვიერად გავუფრთხილებივარ ვინმეს. და მეორე- რუსკა მაყაშვილამდე ვერ “მივალ” და არც ვაპირებ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ რადიკალურად განსხვავებული პროფესია მაქვს- ექიმი. ჰო კიდევ ადამიანს რომელიც ტყუილს ამბობს, ჰქვია მატყუარა. P.S. მიკი რურკი მეზიზღება ისე, რომ ვერ ვუყურებ ფილმებს მისი მონაწილებით. იმედია დამინდობთ და არ გააგებინებთ- არ გვინდა ახლა საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი ვჩპუ" ![]() შეგახსენებთ, რუსუდან ცირეკიძემ ორიოდე დღის წინ საკუთარი აზრი დააფიქსირა ტელეწამყვანზე "ფეისბუქის" მეშვეობით: "აი ახლა კი ოოო. "რუსთავი 2"-ის და ნიკა გვარამიას პატივისცემის გამო არასოდეს დამიწერია იმის შესახებ, თუ როგორ არ მომწონდა ეს ქალბატონი შოუს წამყვანის ამპლუაში. წიკვინა ხმა, უხერხულობამდე ღარიბი ლექსიკა, არცთუ სასიამოვნო ვიზუალი და ხელები- ვაიმეე ამ ხელების უაზრო, გამაღიზიანებელი ქნევის გამო მისი რეპლიკებისას თვალებს ვხუჭავდი ან ეკრანს თვალს ვარიდებდი. არაკეთილსინდისიერი და მატყუარაც ყოფილა ყელაფერთან ერთად ქალბატონი რუსუდანი. რუსთავი 2 – მა შოუები დახურაო -ამის თქმას განსაკუთრებული უტიფრობა სჭირდება. “პოლიტიკაარგაინტერესებს” კი არა, ჩვეულებრივი კონფორმისტი ხარ ქოცური პიროვნული თვისებებით. უტიფრობა და უმდურობა სწორედ ქოცების საფირმო ნიშანია" 794 8-ს მოსწონს
|