საზოგადოება "კომენტარებში მიწერენ თქვენ ვერასოდეს მიხვალთ რუსკა მაყაშვილამდეო...მიკი რურკი მეზიზღება ისე , რომ ვერ ვუყურებ ფილმებს მისი მონაწილებით. იმედია დამინდობთ და არ გააგებინებთ" 2017, 24 სექტემბერი, 10:31 რუსკა მაყაშვილის გარშემო ვნებათაღელვა კვლავ გრძელდება, რომელიც“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, რუსუდან ცირეკიძე Facebook სტატუსს მოჰყვა, სადაც ის აღნიშნავს, რომ არასდროს არ მოსწონდა ეს ქალბატონი შოუს წამყვანის ამპლუაში.
ქალბატონი რუსუდანი ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს: "რომელიღაც სააგენტოს ჩემი სტატუსი წაუღია რუსკა მაყაშვილზე და არის კომენტარებში ერთი ამბავი. ჯერ სათაურად ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობსო-გამოუტანიათ. და კომენტარებში მიწერენ თქვენ ვერასოდეს მიხვალთ რუსკა მაყაშვილამდეო. ჩემო ძვირფასებო, მერე წუწუნებთ ყველაფერი პოლიტიზირებულიაო ამ ქვეყანაში. მე ვარ მაყურებელი- რუსკა მაყაშვილი მსახიობი და ტვ. შოუს წამყვანი რომელიც სასტიკად არ მომწონს- და მაყურებლის სტატუსი და შეფასების უფლება ვინ და როდის ჩამომართვა ხომ ვერ მეტყვით? მე ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია და არც სიტყვიერად გავუფრთხილებივარ ვინმეს. და მეორე- რუსკა მაყაშვილამდე ვერ “მივალ” და არც ვაპირებ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ რადიკალურად განსხვავებული პროფესია მაქვს- ექიმი. ჰო კიდევ ადამიანს რომელიც ტყუილს ამბობს, ჰქვია მატყუარა. P.S. მიკი რურკი მეზიზღება ისე, რომ ვერ ვუყურებ ფილმებს მისი მონაწილებით. იმედია დამინდობთ და არ გააგებინებთ- არ გვინდა ახლა საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი ვჩპუ" შეგახსენებთ, რუსუდან ცირეკიძემ ორიოდე დღის წინ საკუთარი აზრი დააფიქსირა ტელეწამყვანზე "ფეისბუქის" მეშვეობით: "აი ახლა კი ოოო. "რუსთავი 2"-ის და ნიკა გვარამიას პატივისცემის გამო არასოდეს დამიწერია იმის შესახებ, თუ როგორ არ მომწონდა ეს ქალბატონი შოუს წამყვანის ამპლუაში. წიკვინა ხმა, უხერხულობამდე ღარიბი ლექსიკა, არცთუ სასიამოვნო ვიზუალი და ხელები- ვაიმეე ამ ხელების უაზრო, გამაღიზიანებელი ქნევის გამო მისი რეპლიკებისას თვალებს ვხუჭავდი ან ეკრანს თვალს ვარიდებდი. არაკეთილსინდისიერი და მატყუარაც ყოფილა ყელაფერთან ერთად ქალბატონი რუსუდანი. რუსთავი 2 – მა შოუები დახურაო -ამის თქმას განსაკუთრებული უტიფრობა სჭირდება. “პოლიტიკაარგაინტერესებს” კი არა, ჩვეულებრივი კონფორმისტი ხარ ქოცური პიროვნული თვისებებით. უტიფრობა და უმდურობა სწორედ ქოცების საფირმო ნიშანია" 794 8-ს მოსწონს
|