x
image
Lerato
ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ

image
სტატისტიკის თანახმად მინერალების დეფიციტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ვიტამინების. თუმცა, ყოველი მეოთხე ზრდასრული ადამიანი ვიტამინ B12 უკმარისობას განიცდის. სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას აღნიშნული ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შესახებ. ამასთან, მოგცემთ რჩევებს თუ როგორ გამოასწოროთ ეს დანაკლისი ბუნებრივი გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ის ხელს უწყობს ენერგიის ზრდას დღის მეორე ნახევარში და ასევე კარდიო-ვარჯიშების შესრულებისას, B12 "ენერგიის" ვიტამინსაც უწოდებენ.


ეხმარება იმ შემთხვევაში თუ მეგალობლასტური ანემიის დიაგნოზი გაქვთ, რაც თქვენში სისუსტესა და დაღლილობას იწვევს. ამ შემთხვევაში ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერიტროციტების წარმოქმნაში, რაც ორგანიზმის ყველა უჯრედს ჟანგბადით უზრუნველყოფს.


ვიტამინ B12 პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პროცესებში, როგორიცაა:

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა

რკინის ათვისება

ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი

ჯანსაღი რეპროდუქციული სისტემა ქალებში


თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის სეკრეცია

სისხლის მიმოქცევა

ერითროციტების წარმოქმნა

ჯანსაღი ნერვული სისტემა


image


ვიტამინ B12 დეფიციტის გამომწვევი მიზეზები

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია:

ანტაციდები (პრეპარატები, რომლებიც საყლაპავ მილში მოხვედრილ მჟავას აქრობენ და კუჭში მჟავიანობას ამცირებენ) მოქმედებს ვიტამინ B12, რამდენადაც ორგანიზმს კუჭში საკმარისი რაოდენობის მჟავა სჭირდება მის ასათვისებლად. აზოტის ოქსიდი ანადგურებს B12.

4 ფინჯან ყავაზე მეტის მიღება დღეში ვიტამინ B12 დონის 15 პროცენტიანი შემცირება მოსდევს.


ოპერაცია წონის დასაკლებად კუჭის შუნტირების გზით, ცვლის საჭმლის მომნელებელ მექანიზმებს, ჰელოკობაქტერ პილორი (H. pylori) გავლენას ახდენს B12 ათვისებაზე და ანადგურებს უჯრედებს, რომელიც მნიშვნელოვანია ვიტამინ B12 აბსორბაციის პროცესში.



ვიტამინ B12 დეფიციტის სიმპტომები


1. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები


თუ რაიმე სახის ცვლილება შენიშნეთ თქვენს მხედველობაში, ისეთი როგორიცაა ბუნდოვანი ან ორმაგი ხედვა, B12 დონე შეამოწმეთ ორგანიზმში, რადგან ამ ვიტამინის დეფიციტი მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.



2. გაღიზიანება


იმის გამო რომ ვიტამინი B12 ახდენს დოპამინისა და სეროტონინის სტიმულირებას, რომელსაც ბედნიერების ჰორმონებსაც ეძახიან, გაღიზიანება, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში ვიტამინ B12 დაბალ დონეზე მიანიშნებს.



3. გემოს ცვლილება


იმ შემთხვევაში თუ საკვების გემო განსხვავებულად გეჩვენებათ და ხშირად ვერ იღებთ სიამოვნებას საყვარელი კერძისგან, დიდი ალბათობაა, რომ თქვენ ვიტამინ B12 დეფიციტი გაქვთ.


4. ყვითელი კანი


როდესაც ორგანიზმში B12 ნაკლებობაა, ის ძლიერი უჯრედების წარმოქმნის უნარს კარგავს. სისხლის წითელი უჯრედების დეგრადაცია იწვევს კანის სიყვითლეს და წარმოადგენს ამ ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთ ნიშანს.


image


5. გულმავიწყობა


მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში ვიტამინ B12 დეფიციტითაა გამოწვეული.


6. თვალის სიმშრალე


ეს სისხლში ჟანგბადის უკმარისობითაა გამოწვეული, რომელიც უშუალოდ აღნიშნული ვიტამინის დეფიციტითაა გამოწვეული.


7. თავბრუსხვევა


თავბრუსხვევის შეგრძნება – კიდევ ერთი ნიშანი სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის.



8. დაბუჟების შეგრძნება


ყურებში ხმაური და დაბუჟების შეგრძნება ნერვის დაზიანების შედეგია, რაც B12 დეფიციტის გამო ხდება.


ვიტამინ B12 დეფიციტის მქონე რისკ ჯგუფები

– ვეგანები და ვეგეტარიანელები, რომელნიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ იღებენ.

– დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მეტფორმინს იღებენ, რადგან ეს პრეპარატი ხელს უშლის B12 შეთვისებას.

– ადამიანები 60 წელს ზემოთ – კუჭში მჟავის ნაკლებობას განიცდიან.

– მათ, ვისაც აუტოიმუნური დარღვევები აქვთ, ისეთი როგორიცაა: გლუტენური ან კრონის დაავადებები.


image


ვიტამინ B12 წყარო


საუკეთესო საშუალება მიიღოთ ვიტამინი B12 — ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია:

ხორცი: ინდაურის, ცხვრის, ღორის, ქათმის.

რძის პროდუქტები: იოგურტი, ხაჭო, ძროხის რძე, მაგარი და რბილი ყველი.

კვერცხი: განსაკუთრებით კვერცხის გული.

ზღვის პროდუქტები: ორაგული, თინუსი, კრევეტები, სარდინები, ვირთევზა.

ვეგანური პროდუქტები: საკვები საფუარი, ქოქოსის რძე.


ასევე დაგაინტერესებთ:


ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის


რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს


10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი


რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის?


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის


1
8682
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
8682
  
2021, 25 ივლისი, 2:13
Nutriair B- კომპლექსი CoQ10– ით არის ინჰალატორი B ვიტამინებით და კოფერმენტ Q10– ით, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და ავსებს ვიტამინ B– ს ნაკლებობას.
https://nutriair.ge/products/12
0 1 1