x
image
ციცი
Mediator image
მუსულმანი მსახიობი მზადაა გაიხადოს Playboy-სთვის მილიონის სანაცვლოდ

მუსულმანი მსახიობი ქალი ვინა მალიკი მზადაა გაიხადოს Playboy-სთვის მილიონი დოლარის სანაცვლოდ. იგი ითვლება გასული წლის, ერთერთი ყველაზე გახმაურებული სექსუალური სკანდალის გმირად მუსულმანურ სამყაროში. თუ ეს ნამდვილად მოხდება ვინა ვეღარ შეძლებს პაკისტანში დაბრუნებას, იმის გამო რომ მოგეხსენებათ თუ როგორი მკაცრი წესები აქვთ მუსულმანებს. მაგრამ მას გათვლილი აქვს, რომ იშოვოს სამუშაო არამარტო ბოლივუდში, არამედ მისი მიზნები უფრო შორს მიდის. გასული წლის ინდური ჟურნალის ერთერთ გამოშვებაში მისი "შიშველი" სურათი აღმოჩნდა ჟურნალის ყრდაზე, მაგრამ მსახიობი ამტკიცებდა რომ მას არ გადაუღია ასეთი თამამი სურათები და იგი ტყუილის მსხვერპლი გახდა: მას "გახადეს" ფოტოშოპის საშუალებით. გახდილი პაკისტანელის სურათის გამოჩენა ინდური ჟურნალის ყრდაზე, ანტიმუსულმანური სამყაროს პროტესტს გამოხატავდა. ამ სკანდალის შემდეგ ვინა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. მაგრამ ამ ყველაფერმა მას გაუფუჭა ურთიერთობა ოფიციალურ ისლამაბადდთან. პრესა იუწყებოდა, რომ ვინა მალიკი იყო დეპრესიაში, უკვალოდ გაქრა და თავი მოიკლაო, მაგრამ ეს ჭორები არ დადასტურდა. როგორც ჩანს ვილამ გადაწყვიტა, რომ მას მოუწევს ახალ ამპლუაში მუშაობა: მსახიობი კომპლექსების გარეშე, "განთავსუფლებული აღმოსავლელი ქალი." თუკი შედგება ფოტოსესია Playboy-სთვის, ვინა იქნება პირველი მუსულმანი ქალი, რომელიც გაიხდის ამ ჟურნალისთვის. მოგეხსენებათ, რომ მუსულმანურ ქვეყნებში Playboy არ გამოდის. პირველი მცდელობა ამ ჟურნალის გამოცემის იყო 2007 წელს ინდონეზიაში, მაგრამ პირველი ნომრის გამოშვების შემდეგ ინდონეზიის მთავრობამ აკრძალა Playboy-ის გამოცემა თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ რაოდენ თამამი ნაბიჯია ვინას მხრიდან შიშველი სურათების გადაღება, რადგან იგი არის ისეთი ქვეყნიდან სადაც ქალები, ჩადრაფარებულნი სახესაც კი არ აჩენენ. imageimageimageimageimage


1
297
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
297
  
2012, 16 ივნისი, 16:57
+1
0 1 1