x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ცნობილი ფსიქოთერაპევტის 20 რჩევა, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

თუნდაც ერთხელ, ცხოვრებაში, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილა კონფლიქტურ სიტუაციაში... და როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ასეთი სიტუაცია, შეიძლება, კიდევ განმეორდეს, მიუხედავად იმისა, ჩვენ თავს ვარიდებთ, თუ არა მას. ცნობილმა ექიმმა მ. ლიტვაკმა (ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 30 წიგნის ავტორი, პრაქტიკული და პოპულარული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელთა საერთო ტირაჟმა 2013 წელს 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი შეადგინა) კონფლიქტების მოგვარების სისტემ შეიმუშავა და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება, ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად.
მის მიერ შექმნილი კონცეფციის მთავარი მიზანი — საკუთარი თავის და სხვა ადამიანების შეცნობის სწავლაა. რადგან ამის წყალობით, ჩვენ შევძლებთ «ზედმეტის» თავიდან მოცოლებას, რომელიც გვაწუხებს, გვართმევს დიდ ძალას, ენერგიას და ზოგჯერ, ჯანმრთელობასაც კი. ამავდროულად, შევინარჩუნებთ და ჩვენს პოტენციალს და დროს ისეთ რამეებზე მივმართავთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძვირფასია... იქნება ეს ოჯახი, ურთიერთობების აღდგენა, კარიერა, თუ ჯანმრთელობა.


image


აქ ცნობილი ფსიქოლოგის 20 რჩევას გთავაზობთ, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ:


1. არავინ არავის ტოვებს... უბრალოდ, ვიღაც პირველი მიდის და ვინც რჩება — თვლის, რომ ის მიატოვეს.
2. თუ რამის დაღრღნა გინდათ, ახლობელი კი არა, «მეცნიერების გრანიტი» დაღრღენით.
3. დეპრესია ადამიანს იმისთვის «ეძლევა», რომ საკუთარ თავზე დაფიქრდეს.
4. თუ ადამიანს საკუთარ თავზე კარგის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამის გაკეთება უნდა — ის სხვებზე იწყებს ცუდის თქმას.
5. თუ კარგად ფიქრობ საკუთარ თავზე, რისთვის გჭირდებათ, რომ კიდევ ვინმემ კარგად იფიქროს თქვენზე?
6. რაც გინდა ის გააკეთე... და ნებართვა არასდროს იკითხოთ, რადგან შეიძლება, უარი მიიღოთ.
7. «ცარიელ» ადამიანთან ურთიერთობას, კარგ წიგნთან ურთიერთობა ჯობია.
8. სიყვარულის და მარტოობის კარგად გადატანის უნარი — სულიერი სიმწიფის მაჩვენებელია. ყველაფერ საუკეთესოს მაშინ ვაკეთებთ, როდესაც მარტონი ვრჩებით.
9. მე არ ვიცი წარმატების გზა. მაგრამ ვიცი, წარუმატებლობის გზა — ეს ყველასთვის თავის მოწონების სურვილი არის.
10. არ არსებობს მამაკაცური და ქალური ლოგიკა, არსებობს კომპედენტურად აზროვნების შესაძლებლობა და მისი არ ქონა.
11. გსურთ იცოდეთ თქვენი მთავარი მტერი ვინ არის? — სარკეში ჩაიხედეთ. ის დაამარცხეთ და დანარჩენი თავად გაიფანტებიან.
12. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტერთან კი — სასარგებლო.
13. ურთიერთობის გაწყვეტისა და სამსახურიდან წასვლის მხოლოდ ერთი საპატიო მიზეზი არსებობს — არსებულ პირობებში, პიროვნული ზრდის შეუძლებლობა.
14. გაუაზრებელმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ იცის როგორ. გააზრებულმა კი, არა მხოლოდ იცის, არამედ ისიც იცის, როგორ. ამიტომ, გაუაზრებელი მუდმივად აკრიტიკებს, გააზრებული კი — მოქმედებს.
15. მტერს და მოყვარეს მხოლოდ სასიხარულო ამბები გაუზიარეთ. მეგობარი გაიხარებს, მტერს ეწყინება.
16. ნუ დაუწყებთ ბედნიერებას დევნას — ის ადგილი იპოვეთ, სადაც ის უკვე აღმოჩენილია... და ბედნიერება თავად გიპოვით. შემიძლია იმ ადგილის მისამართიც გითხრათ, სადაც ბედნიერება «ბუდობს», — ეს თავად თქვენ ხართ. ხოლო, მისკენ სავალი გზა — თქვენი ნიჭის და შესაძლებლობის მაქსიმალურად განვითარება არის.
17. ბედმიერება — სწორედ ორგანიზებული საქმიანობის «გვერდითი პროდუქტია».
18. თუ ვინმესთვის რამის დამტკიცება გინდათ — ე. ი. თქვენ მისთვის ცხოვრობთ. ხოლო, თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ — მაშინ, იმის საჭიროება არ არის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ.
19. ოცნებები — ჩვენი შესაძლებლობების ხმებია. მე, მაგ., ოპერაში სიმღერაზე არ ვოცნებობ, რადგან არც ხმა მაქვს და არც სმენა. მაგრამ, რომ მეოცნება, ამისთვის მოვემზადებოდი და ოპერაში მოხვედრას შევეცდებოდი.
უბრალოდ, საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოხდეა ამ ოცნების განხორციელება. აქ მთავარია — არ იჩქაროთ, მაშინ ჩანაფიქრი საკმაოდ სწრაფად აგიხდებათ. კარგია, როდესაც ადამიანს საკუთარ თავზე შეუძლია თქვას: «მე მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ საკუთარი ოცნენების შესრულებას ვცდილობ».
20. მიაღწიეთ წარმატებას... და წყენა გაივლის.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. როგორ იქცა პუანსეტია შობის მთავარ სიმბოლოდ (მოვლა და გამრავლება)

2. შემთხვევით აღმოჩენილი 10 განძი

3. 12 მაღალრეიტინგული მინისერიალი მათთვის, ვისაც გრძელი სერიალების ყურების დრო და სურვილი არა აქვს

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 4600 წლის პირამიდების გამოსახულება აღმოაჩინეს ნივთზე, რომლის ასაკი 5000 წელს აღემატება

6. დროის მარყუჟი: შესაძლებელია, თუ არა წარსულში დაბრუნება?

0
387
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0