ფსიქონევროლოგია გაფრთხილდით, შეიძლება ის ფსიქოფატია - 4 ნიშანი ფსიქოპატი მამაკაცის ამოსაცნობად 2017, 29 ნოემბერი, 16:08
1. ყურადღება მიაქციეთ მის პროფესიას
ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კევინ დატონმა ჩაატარა ანონიმური გამოკითხვა, რომლის თანახმად, ყველაზე ხშირად ფსიქოპატები გვხვდებიან შემდეგი პროფესიებისა და თანამდებობების ადამიანებთა შორის: გენერალური დირექტორი, ადვოკატი, მედიის წარმომადგენლები, გაყიდვების სპეციალისტი, ქირურგი, ჟურნალისტი, პოლიციის ოფიცერი, შეფ-მზარეული.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ ხელმძღვანელს ან ადვოკატს გააჩნია პიროვნების მოშლილობა, მაგრამ ამ პოზიციებზე ფსიქოპატებს უფრო უადვილდებათ აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და მიაღწიონ წარმატებას.
2. დაფიქრდით, როდის გხვდებათ ან როდის გკითხულობთ ავსტრალიელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, ფსიქოპატები უფრო ბუები არიან, ვიდრე ტოროლები, ამიტომ მამაკაცი თუ უფრო ხშირად ღამ-ღამობით გეკონტაქტებათ, ღამე სურს თქვენი ნახვა და დღისით მთლიანად იკარგება, შესაძლოა იგი ფსიქოფატი იყოს. 3. მესამე ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის დამთქნარების სიხშირე. თუ მამაკაცი, არ ამთქნარებს საერთოდ, შესაძლოა იგი იყოს ფსიქოპატი, როგორც ამერიკულმა გამოკვლევებმა დააგინეს ფსიქოფატები იშვიათად ამთქნარებენ. მთქნარების გადადება- ეს მოვლენა დაკავშირებულია ემპატიასთან. მაგრამ ფსიქოპატები, როგორც ცნობილია, მის მიმართ არ არიან მიდრეკილები. 4. და ბოლოს ყველაზე უცნაური ნიშანი - ძალიან უყვარს მწარე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოპატებსა და სადისტებს უყვართ მწარე საკვები. მაშასადამე, ტონიკისა და მაგარი შავი ყავის ფანატები ეჭვის ქვეშ ხვდებიან. ასევე დაგაინტერესებთ: ფრთხილად იყავით, თუ ეს თვისებები ადამიანს ახასიათებს, იგი ფსიქოპატია ! 1038 1-ს მოსწონს
|