x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119416
  • ვიდეო:354056
  • სურათი:491829
შემთხვევით აღმოჩენილი 10 განძი
image

ნამდვილი განძის საპოვნელად, ლითონის დეტექტორით შეიარაღება და მსოფლიოს დასალიერში წასვლა, სულაც არ არის საჭირო. ძველი სახლის გენერალურმა დასუფთავებამ ან რემონტმა, შესაძლებელია, სასიამოვნო სიურპრიზი «გაგიკეთოთ».

აქ სწორედ 10 ისტორიას გთავაზობთ, ადამიანების შესახებ, რომლებმაც ნამდვილი განძი, პირდაპირ საკუთარ სახლებში აღმოაჩინეს:

ვან გოგის ნახატი
image

ვან გოგის უცნობი ნახატი — «მზის ჩასვლა მონმაჟურში», წლების მანძილზე, ნორვეგიელი კოლექციონერის სხვენში იმტვერებოდა... და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ 1908 წელს, მისმა ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ კედელზე ჩამოკიდებული პეიზაჟი — ორიგინალი არ იყო. პატრონი შეწუხდა, ტილო ჩამოხსნა, სხვენში აიტანა და მიივიწყა. კოლექციონერის გარდაცვალებიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ, ნახატი სახლის ახალმა მეპატრონემ იპოვა და შესამოწმებლად ექსპერტიზაზე მიიტანა, სადაც დაადგინეს, რომ ის ვან გოგის ფასდაუდებელი ორიგინალი იყო.

სამალავი ალინასთვის

image


ჩვეულებრივმა ამერიკულმა ოჯახმა, ფული დაზოგა და სახლიოს რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება გადაწყვიტადა. იატაკის დემონტაჟის დროს, მათ ფარული სეიფი აღმოაჩინეს, რომელშიც 51 000 $, 1960 წლის ბურბონი და წიგნი — «გზამკვლევი დაკარგულებისთვის» იდო. მასში ბარათიც იყო, რომელშიც ვინმე ვინსენტი წერდა: «ალინა, თქვენ ეს უნდა წაიკითხოთ». ბინის მეპატრონეებმა ალინას მოძებნა და განძის გადაცემა გადაწყვიტეს. მაგრამ, ჯერ–ჯერობით, მისი პოვნა ვერ შეძლეს.

ფაბერჟეს ფიგურა

image

2013 წელს ნიუ-იორკელი ჯორჯი და ბეტი დევისები საკუთარი სახლის სხვენს ალაგებდნენ. მათ ძველი და გაცვეთილი კოლოფი შენიშნეს, რომელშიც პატარა ზომის ფიგურა იდო. როდესაც წყვილმა ექსპერტს მიმართა, გაირკვა, რომ მათ მიერ ნაპოვნი ფიგურა, კაზაკის მინი–სკულპტურა იყო, რომელიც 1912 წელს ნიკოლოზ II, მეუღლისთვის, ფაბერჟეს შეუკვეთა. 1918 წლიოს შემდეგ, ის ამერიკელი ბიზნესმენის ხელში მოხვდა. ხოლო, 1934 წელს, მან ფიგურა 2 250 $ დოლარად გაყიდა. ფაბერჟემ სულ 50 მინი–სკულპტურა გააკეთა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფიგურას, მისმა ახალმა მფლობელებმა, ის აუქციონზე 5, 2 მლნ. დოლარად გაყიდეს.

მსახურების ოთახი
image

არჩი გრემ-პალმერმა და მისმა ცოლმა ფილიპამ მემკლვიდრეობით დიდი სახლი მიიღეს, რომელიც XVIII ს. ბოლოს იყო აშენებული. სახლი პალმერების წინაპრებმა 1830 წელს აუქციონზე შეიძინეს და ის, დიდი ხნის მანძილზე, მიტოვებული იყო.

მემკვიდრეობის მიღებიდან, სულ მალე, მეუღლეებმა მამულის რესტავრირება და სარდაფში არსებული ნაგვის გადაყრა გადაწყვიტეს. იქ ისინი ჩაკეტილ კარს წააწყდნენ. გასაღების ხვრელიდან მათ ლამაზი, ვიქტორიანული სამზარეულო დაინახეს, ავეჯით და ჭურჭლით. შემდეგ გაირკვა, რომ სამზარეული ომის შემდეგ დაკეტეს. ხოლო, ადრე იქ სახლის მსახურები ცხოვრობდნენ და კერძებს ამზადებდნენ.

ჯაშუშის სამალავი

image

Reddit–ის ერთ–ერთმა მომხმარებელმა საკუთარი სახლის სარდაფში პატარა კარი აღმოაჩინა, რომლის უკან კიდევ ერთი კარი იყო, მაგრამ მას კოდიანი საკედი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მან ის გატეხა, ოთახში მოხვდა, რომელშიც მეტად უცნაური ნივთები ინახებოდა. მათ შორის იყო კასეტები, სამკაული, წერილები სხვადასხვა ქვეყნიდან და უცხო ქვეყნის ვალუტა. სახლის მეპატრონემ ყველაფერი პოლიციას გადასცა.

იშვიათი კომიქსი

image

მშენებელი დევიდ გონსალესი, მინისოტაში, ახლად ნაყიდი სახლის კედლებს ანგრევდა და ერთ–ერთ კედელში მან ძველი გაზეთები და ქაღალდები აღმოაჩინა, რომელთა შორის იყო ძალზე იშვიათი და ძვირადღირებული, 1938 წელს გამოცემული კომიქსი. მისი ფასეულობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ ამ გამოცემაში, პირველად გამოჩნდა სუპერმენი, ხოლო ტირაჟი, მეტად შეზღუდული იყო. მოგვიანებით, სახლის იღბლიანმა მესაკუთრემ კომიქსი აუქციონზე 175 ათას დოლარად გაყიდა.

მწვანე ჩემოდანი

image


ერთმა ამერიკელმა წყვილმა ოჰაიოში, გასული საუკუნის 40 წლებში აშენებული სახლი იყიდა და მისი წესრიგში მოყვანა გადაწყვიტა. ჭერის რემონტის დროს, მათ სადილის ყუთი აღმოაჩინეს, რომელშიც 1951 წ. 25 მარტის გაზეთი და ქაღალდში გახვეული 3 გრაგნილი იდო. ქაღალდი გახსნეს და ფულის 3 შეკვრაში, საერთო თანხით, 23 ათასი დოლარი აღმოჩნდა. მაგრამ, სიურპრიზი ამით არ დასრულდა...


image

ერთი კვირის შემდეგ, რემონტი გააგრძელეს და კიდევ ერთი კოლოფი იპოვეს, რომელშიც 45 ათასი დოლარი იყო.

სამალავი აპოკალიფსისთვის

image

Imgur –ის მომხმარებელმა საკუთარ ისტორიას მოყვა, იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა საიდუმლო ოთახი, სახლის ყიდვიდან, 2 კვირის შემდეგ. როგორც გაირკვა, ის სარდაფის დალაგების დროს, პლაივუდის (ფანერი) რამდენიმე ფენას წააწყდა. ტიხარის უკან კი, სათავსოს გამოტეხილი კედელი ნახა. სახლის მეპატრონემ მასში ვაზნები, მონეტები და ხელსაწყოები აღმოაჩინა. მაგრამ, იქ იარაღი არ ყოფილა. სავარაუდოდ, ამ სამალავის პატრონი, აპოკალიფსის მოლოდინში იყო და ფიქრობდა, რომ ვაზნები, ახალ სამყაროში, ვალუტის როლს შეასრულებდა.

საოცრებათა ოთახი

image

ჟურნალისტებმა ჯუზეპე კადილმა (Guiseppe Cadili) და ვალერია ჯარუსომ (Valeria Giarusso) პალერმოში (იტალია) ძველი სახლი იყიდეს. რემონტის დროს, ერთ-ერთ ოთახში, თაბაშირის ფენის ქვეშ, მათ ლურჯი საღებავი აღმოაჩინეს. ხოლო, შემდეგ, ოქროს და ვერცხლისფერი არაბული წარწერები. მალე გაირკვა, რომ ამგვარი «კალიგრაფიით», ოთახის ყველა კედელი იყო დაფარული.

მათ სახლში ექსპერტები მოიწვიეს, რომლებმაც გაარკვიეს, რომ ერთ დროს, იქ «საოცრებათა ოთახი» იყო – ადგილი, სადაც XIX საუკუნის დასაწყისში, მაგიური რიტუალები ტარდებოდა. მეცნიერთა აზრით, ეს ერთ-ერთი, სრულიად უნიკალური ადგილი არის, რომელიც იმ პერიოდშიც კი, თითზე ჩამოსათვლელი იყო.


image


imageimageimageimage




0
776
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0