x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცნაური აღმოჩენა

ცხოვრება არაპროგნოზირებადი რამ არის. არავინ იცის, საიდან უნდა ელოდოს უსიამოვნებას და საიდან – სასიამოვნო სიურპრიზსს. სწორედ ამის მტკიცებულებას წარომადგენს ისტორია, რომელიც აშშ-ს ერთ რესტორანში მოხდა.


image

imageრესტორნის თანამშრომლებმა, მათ რესტორანში მომხდარი ამბავი, ლატარიაში მოგებას შეადარეს და კლიენტს ის მარგალიტები მისცეს, რომლებიც მან შეკვეთილ კერძში აღმოაჩინა.

ტონი ელიოტი ქ. ფრანკლინში, რესტორან Puckett's Boathouse-ში სადილობდა. მან ხამანწკის მირთმევისას, რაღაც მაგარი აღმოაჩინა და ეგონა, რომ კბილი მოიტეხა. მაგრამ, როდესაც ეს მაგარი რაღაც პირიდან გამოიღო, კბილი კი არა მარგალიტი აღმოჩნდა. ამ დროს, მასთან რესტორნის მთავარი მენეჯერი გრეგ ჰარგესტი მივიდა. რომელმაც შორიდან შენიშნა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და პრობლემის მოსაგვარებლად, კლიენტთან გამოცხადდა:

– ყველაფერი რიგზე ქალბატონო? – იკითხა მან.

– დიახ! – იყო პასუხი და ამის შემდეგ, ქალმა პირიდან კიდევ ერთი მარგალიტი გამოიღო, შემდეგ კიდევ ერთი...

ელტონმა ხელში აიღო დარჩენილი ხამანცკა, მისი დათვალიერება დაიწყო და მასში უამრავი წვრილი მარგალიტი აღმოაჩინა.

«ადრე ასეთი რამ არასდროს გვინახავს, — აღნიშნა გრეგ ჰარგესტმა. — გვქონდა შემთხვევა, როდესაც სტუმარმა ერთი მარგალიტი იპოვა, მაგრამ 50?! ეს პირველად მოხდა».

რესტორნის მენეჯერი ქალს მარგალიტების გასუფთავებაში დაეხმარა და შეუფუთა კიდეც, რომ ეს ძვირფასეულობა თან წაეღო. «ეს მისი ხამანცკი იყო. ასე, რომ, მარგალიტებიც მას ეკუთვნოდა!» – კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით ჰარგესტმა.

«ეს წარმოუდგენელი იყო! მან ხამანცკში მარგალიტის ფარღული (მძივი) აღმოაჩინა. მართალია, ყველა მარგალიტი ძალიან წვრილი იყო, მაგრამ მაინც», — მოუყვა რესტორნის მიმტანი ერიკ ჰორტონი The Tennessean-ს ჟურნალისტს. ხოლო იუველირმა, რომელსაც ჟურნალისტმა მიმართა, უთხრა, რომ მარგალიტი იმდენად წვრილი იყო, რომ მისი გახვრეტა, ასაკინძად, ალბათ, ვერ მოხერხდებოდა.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მამული განძით

საცავი, რომელშიც ჰიტლერი უძვირფასეს ღვინოებს მალავდა

განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს

რატომ დაიწყეს ანტიკვარებმა «ზინგერის» ძველ საკერავ მანქანებზე «ნადირობა»

0
771
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0