x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და მამობა-ნაწილი მეორე
imageამჯერად მორიგი ექვსეულის ჯერიც დადგა. მაშ ასე, მოდით ვიჭორაოთ როგორი მამაა სასწორი. სასწორი მამაკაცები, გაცილებით უკეთესი ქმრები არიან ვიდრე მშობლები და მამები. მათ არ ახასიათებთ თავიანთი ნაშიერის გამო გადამეტებული სიყვარულით "ექსტაზში" ჩავარდნა და ზოგადად ცნობას იმის შესახებ რომ მამა უნდა გახდნენ, განსაკუთრებული ოვაციით იშვიათად ეგებებიან. თუმცა თუ მაინც უწევთ ამ როლის მორგება, მას მორჩილად ასრულებენ.


რაც შეეხება მამა მორიელს, აქ საქმე მკაცრ (ხშირად დიქტატორ) და მომთხოვნ მამასთან გვაქვს. მორიელ მამაკაცს არ აშინებს პასუხისმგებლობის აღება და მამობის ტვირთსაც ღირსეულად ატარებს. იგი ძალიან მზრუნველი, თუმცა საკმაოდ მკაცრი მშობელია. შვილის არცერთი ნაბიჯი არ გამოეპარება და ცუღლუტობისთვისაც შესაფერის სასჯელს მოიფიქრებს მისთვის თუ ეს უკანასკნელი გონს დროზე არ მოეგება.




თავქარიანი მშვილდოსანი როგორც წესი, მრავალრიცხოვანი და მრავალეთნიკური შთამომავლობის პატრონია ხოლმე უკვე ადრეულ ასაკში. ბავშვების მიმართ მას შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას "თანატოლური", ეს იმიტომ რომ ნებისმიერი მშვილდოსანი ეს ქრონიკულად ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანია, აქედან გამომდინარე, როგორც მამა იგი მშვენივრად მოირგებს კლოუნის როლს, თუმცა ყურადღებას, ზრუნვას და ღამეების თენებას მას ამაოდ მოსთხოვთ. მოსთხოვთ და ისე აორთქლდება სანთლით ვეღარ იპოვნით.

image



თხის რქა მამა კი განსაკუთრებული მამაა. უზომოდ ყურადღებიანი, მზრუნველი, თავდადებული. მოკლედ "მამების მამა". თუმცა გადამეტებული სიმკაცრის გამო, გამორიცხული არაა რომელიმე თხის რქას მისი თავისუფლებისმოყვარული ნაშიერი აუჯანყდეს. აი რაც შეეხება შვილის განთლებას, სოციალურ სტატუსს და ა.შ მამა თხის რქა, ყოველთვის ეცდება შვილს ამ მხრივ საუკეთესო შეურჩიოს.



მერწყულისთვის კი, რეკომენდებული ნამდვილად არ არის ნაადრევად მოეკიდოს ოჯახს და მით უმეტეს მამობის ტვირთი იტვირთოს. ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს, დადინჯება-დაღვინების ასაკი გვიან უდგებათ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, შვილის ყოლის პასუხისმგებლობა მათთვის ადრეულ პერიოდში ძალზე მძიმე და გაუგებარი ტვირთია.



თევზი მამა კი ბავშვებისთვის ნამდვილი საჩუქარია. მას არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) ეყვარება ზღაპრები, მულტფილმები და სხვა საბავშვო გასართობები. ამიტომ იგი სიამოვნებით გაგირთობთ ხოლმე პატარას, თუმცა სხვა სახის (განსაკუთრებით მატერიალური) პასუხისმგებლობები მათთვის დამღლელი მოვალეობაა. ასე რომ ხელები დაიკაპიწეთ და თქვენი შვილის მამას კომფორტი თავად შეუქმენით.

2
1547
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1547
  
2013, 26 აპრილი, 11:26
მშვილდოსანზეც :D:D
2012, 26 ივნისი, 15:54
სასწორზე 100 პროცენტით მართალია...
0 1 2