სიახლეები 2 000 კილომეტრი საწვავის მარაგის შევსების გარეშე. – "მომავლის სატვირთო" 2017, 5 სექტემბერი, 13:23 ამერიკულ სოლტ–ლეიკ–სიტიში უჩვეულო სატვირთო გადამზიდავი მანქანის Nikola One – ს პრეზენტაცია შესდგა.
წყალბადისა და ჟანგბადის რეაქციით მიღებული ელექტროენერგია ელექტროძრავებს კვებავს. წყალბადის ბაკის მოცულობისა და აკუმულატორების ელემენტების ტევადობის მიხედვით, ამ მანქანას 1931 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა Nikola $360 000 ეღირება. ამიტომ კომპანია მყიდველს ლიზინგის ასეთ სქემას სთავაზობს: კლიენტი იხდის თვეში $5 000 დან $7 000–მდე. ხოლო 3 წლის შემდეგ ან 1 მილიონი მილის გავლის შემდეგ ახალ ავტომობილს მიიღებს. როგორც Nikola Motor –ის დირექტორი ტრევორ მილტონი ამბობს, წყალბადის სატვირთო ავტომობილი ორჯერ უფრო ეკონომიურია დიზელის საწვავიან სატვირთოსთან შედარებით, თანაც საწვავის შევსება 364 ავტოგასამართ სადგურზე მთელი ამერიკის ტერიტორიაზე უფასო იქნება. "მომავლის სატვირთოს" შეძენა, რომლის ყველაზე მძლავრი ვერსია 1 000 ცხენისძალიანი იქნება, უამრავმა გადამზიდავმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანების გამოშვება 4 წლის შემდეგ დაიწყება, უკვე 5 000 განაცხადია მიღებული. 438 1-ს მოსწონს
|