x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უკეთესად რომ ვიცხოვროთ, ამ რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს!

image

image

1. თუ გინდათ მშვიდად იცხოვროთ – ნუ გასწევთ ქველმოქმედებას, თუ ამის შესახებ არ გთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხსნელად იქცევით და ბედის სამკუთხედში (მდევარი – მსხვერპლი – მხსნელი) მოხვდებით.

შეიძლება ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეიძლება მსხვერპლი არც ისე მძიმე მდგომარეობაშია, როგორც თქვენ გეჩვენებათ და მდევარიც არც ისე დიდ ზეწოლას ახდენს მასზე, როგორც თქვენი გადასახედიდან ჩანს. ყველა გაჭირვებულს თუ დაეხმარებით, შესაძლებელია, მომავალში, თავად გახდეთ ვიღაცის დევნის ობიექტი და მსხვერპლი. ასე, რომ, მხოლოდ მას ამოუდექით მხარში, ვინც დახმარებას ითხოვს.
2. ცხოვრება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია: ცვლილება, არჩევანი და პრინციპები.

ცვლილება, არჩევანის უფლება და პრინციპები, გვეხმარება დასახული მიზნების შესრულებაში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თუ არჩევანის გაკეთების შემდეგ, მას პრინციპებთან გაათანაბრებთ და დასახული გზიდან არ გადაუხვევთ.
3. იცხოვრეთ თქვენი წარმოსახვით.

დაისახეთ ნათელი მომავალი და მისკენ თამამად იარეთ. რაც თქვენს ცხოვრებაში წარსულში მოხდა, წარსულშივე დატოვეთ. ნუ დაანგრევინებთ წარსულს მომავალს. ვინც უკან იხედება, წინ ვერასდროს წავა. იცხოვრეთ ფანტაზიებით და არა წარსულის ისტორიით.
4. ჩვენი ცხოვრების 10% არის ის, რაც ჩვენ გვემართება, ხოლო დანარჩენი 90% – ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერზე.
5. ჩვენს ცხოვრებას ყოველთვის სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის. ის სხვებისთვის შეიძლება მაგალითი იყოს, ან გაფრთხილება.


image
6. რასაც ჭკვიანი თავში აკეთებს, იმას სულელი ბოლოსთვის იტოვებს.
7. რაც უფრო კარგია ჩვენი აწმყო, მით ნაკლებს ვფიქრობთ წარსულზე.
8. ორჯერ ცხოვრება შეუძლებელია.

არიან ისეთებიც, რომლებმსაც ერთხელ ცხოვრებაც არ შეუძლიათ — კი არ ცხოვრობენ, არსებობენ.
9. არ არის აუცილებელი ყველა ცხოვრებისეული პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემა. მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ მხოლოდ მოცემულ მომენტში არსებულ ტკივილს გაუძლოთ.
10. «არაფრისკეთების სიხარული» (bel far niente (იტ.) — ეს არაფრის კეთებას კი არა, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვას ნიშნავს ანუ როდესაც მუშაობთ, იმუშავეთ და თუ ისვენებთ — სამუშაოზე ნუღა იფიქრებთ.


image
11. დაცემა — ცხოვრების ნაწილია, ფეხზე ადგომა — მისი გაგრძელება. სიცოცხლე — საჩუქარია, ხოლო ბედნიერება — თქვენი არჩევანი.
12. რაც არ უნდა იყოს, ნუ მიიღებთ ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად — მისგან ცოცხალს თავი, ჯერ არავის დაუღწევია.
13. ყველაფერი, რაც კარგია ამ ქვეყანაზე — ან უკანონოა, ან ამორალური, ან გასუქებას იწვევს.
14. იმისათვის რომ, მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყოთ სხვა ადამიანთან, თქვენ კავშირი, ჯერ საკუთარ თავთან უნდა იპოვოთ.
15. ძუნწობა და ბედნიერება ერთმანეთს არ იცნობენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს არასოდეს ხვდებიან.


image
16. ცხოვრება — პოეზიაა, და არა საქონელი ბაზარში. თუ თქვენ შეეცდებით, რომ სასარგებლო იყოთ, აუცილებლად გამოგიყენებენ. რადგან, პრაქტიკული ადამიანების უგულებელყოფა არასოდეს ხდება.
17. ადამიანები ყოველთვის ტირიან ან იცინიან, როდესაც თქვენ ტირით. თქვენ შეგიძლიათ იცინოთ და სხვისი ემოციების გამოხატვის მიზეზი არ გახდეთ.
18. შინაგანი ძალა — ეს არის სხვისი მუსიკის პატივისცემის, საკუთარ მელოდიაზე ცეკვის და მხოლოდ საკუთარი ჰარმონიის მოსმენის ნიჭი.
19. ადრეულად მომწიფებული ნაყოფი დიდი ხნით არ ინახება.

20. განჭვრეტა მხოლოდ გულს შეუძლია. ყველაზე მთავარის დანახვა, თვალით შეუძლებელია.


image


21. ქარის მთესველი — ქარიშხალს მოიმკის.
22. ბედი ყველას უღიმის. მაგრამ, მხოლოდ მცირე რაოდენობას — პირში, უმრავლესობას — ზურგს უკან.
23. საკუთარი სიცოცხლის სიგრძეს ვერაფერს უზავთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი სიღრმე და სიგანე შეცვალოთ.
24. გამოცდილება — სავარცხელი არის, რომელსაც ცხოვრება მაშინ გვაძლევს, როდესაც თმა გაგვცვივდება.
25. ამ ქვეყანაზე ბევრი კაკტუსია, მაგრამ საჭირო არ არის მათზე დაჯდომა.


image
26. თუ თქვენ ფრთების გარეშე დაიბადეთ, ხელს ნუ შეუშლით მათ გაზრდას.
27. გაოფლილი მოთამაშეები ცხოვრებაში უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ უყურებენ.
28. თუ გზაზე ჭეშმარიტების მქადაგებელი შეგხვდებათ, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალეთ იქაურობას.
29. ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ორი ტრაგედია მოხდეს: პირველი — არ მიიღოს ის, რისი მიღებაც ყველაზე მეტად უნდა და მეორე — მიიღოს ეს.
30. ხანდახან, ყველაზე ბრძნული გამოსავალი — თავის სულელად მოჩვენება არის.


image
31. თუ შლეიფში ლომი არა გყავთ — დაძინებულ ძაღლს ნუ გააღვიძებთ.
32. ხანდახან, გვეჩვენება, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრება შეუძლებელია. მაგრამ, წასასვლელი რომ არსად არის?
33. ადამიანები თავს მთაზე მირტყმით კი არა, სწორ ზედაპირზე დაცემისას იტეხენ.
34. ისწავლეთ სხვების მოსმენა და ურთიერთობა მათთან. ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა ნიშნავს, რომ მომავალში არ გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც გაჭირვების დროს გვერდში დაგიდგებიან, არ გეყოლებათ კლიენტები და საერთოდ, სამუშაოც არ გექნებათ.
35. სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან მარტივია. მაგრამ, ჩვენ დაჟინებით, მის გართულებას ყველანაირად ვცდილობთ.

2
419
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
419
  
2017, 21 სექტემბერი, 11:19
კარგია რჩევებია ნამდვილად.
0 1 2