ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშანი და დედობა-ნაწილი მეორე 2012, 15 ივნისი, 21:11 ![]() აი მორიელი დედა კი იშვითი მკაცრი და ამასთანავე საოცრად სამართლიანი მშობელია. ქალი მორიელი შვილისთვის ნებისმიერ მსხვერპლზეა წამსვლელი როგორც დედა, მაგრამ უყურადღებოდ არც შვილის უსაქმურობა და სიზარმაცე გამოეპარება, ამისთვის იგი თავის ნაშიერს საკადრის პასუხს მოსთხოვს. მორიელმა იცის ვინ, რატომ და რისთვის დასაჯოს და ისიც იცის ვის როდის ეკუთვნის წახალისება. რაც შეეხება მშვილდოსან დედას, მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მხიარულება და ლაღი ატმოსფერო უყვარს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ქალმა, სასურველია შვილი გვიან, უფრო დაღვინებულ ასაკში გააჩინოს, როცა გამუდმებული აღმა-დაღმა წანწალის სურვილი გაუნელდება და ოჯახურ კერასთან შეგუება არ შეაშინებს. როგორც დედა, იგი ძალიან მოსიყვარულე, თბილი და იპტიმისტი მშობელია. ბავშვები მშვილდოსან დედას აღმერთებენ ზუსტად ამ თავისი ხალისიანი ბუნების გამო. თხის რქა დედა კი როგორც წესი საკმარისი სიმკაცრით და ყურადღებიანობით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბაებული ქალები, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან საკუთარი შვილების მიმართ და უმთავრესად მათ განათლებასა და სწორი პრინციპებით აღზრდაზე ზრუნავენ, ვიდრე კამფეტ-შოკოლადებით განებივრებაზე. ![]() რაც შეეხება დედა მერწყულს, იგი ყველაზე მეგობრული და "დუშკა" დედაა მთელ მსოფლიოში. დედა მერწყული არ განეკუთვნება გიჟი დედების კატეგორიას, ამიტომ შვილებს ეს ქალი თავიდანვე მიაჩვევს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დასჯის მძიმე ფორმებსაც იშვიათად მიმართავს, რადგან მერწყული ჰუმანიზმით გამორჩეული ნიშანია, თუმცა თუ დედა მერწყულიმაინც გააბრაზა თავისმა ნაშიერმა, მერწმუნეთ მისთვის ჭკუის სწავლების კრეატიულ მეთოდს გამონახავს. თევზი დედის შვილები კი მთელი ცხოვრება ემოციური მხარდამჭერის და მანუგეშევლის მფარველობაში იქნებიან. ამ ქალს საკუთრი ნაშიერები განსაკუთრებულად უყვარს და ნებისმიერი, თუნდაც უნიჭო, წარუმატებელი და ბოთე შვილიც კი მისთვის ყველაზე საყვარელი იქნება. იგი მას ყოველთვის გაამხნევებს და წინსვლისთვის მისცემს ძალას. 1702 2-ს მოსწონს
|