ქალი და მამაკაცი "არ გაიმეოროთ ის რაც პორნოფილმში ნახეთ"-პორნომსახიობების რჩევები 2017, 31 აგვისტო, 13:41 ავსტრალიელმა პორნომსახიობებმა, ლუსი ბიმ, რაიან ჯეიმსმა, ლიუკ დინმა(Lucie Bee, Ryan James and Luc Dean) მოუწოდეს პორნოფილმების მაყურებლებს არ გაიმეორონ ის, რასაც ეკრანზე ხედავენ.მათივე განცხადებით რეალურ ცხოვრებაში მათი გამეორება არ მოგეწონებათ. ლიუკ დინი Daily Mercury–თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი პარტნიორები ხშირად სთხოვენ გავიმეორო ის რაც ეკრანზე ნახეს, "მე მათ ვაფრთხილებ, რომ არ მოეწონებათ და ასეცაა, გაწბილებულები რჩებიან". "ეს მხოლოდ ეკრანზეა ეფექტური სანახავი, არა და სრული ფანტაზიაა"-დასძინა მან. კოლეგას ეთანხმება ლუსი ბი და აღნიშნავს, რომ ეკრანზე დემონსტრირებული პორნო ხშირად ასახავს მხოლოდ იმას, თუ ფიზიკურად რა უბნების აღბეჭდვაა შესაძლებელი და არა ის, რაც მოსწონს პარტნიორს. რაიან ჯეიმსმა მოუწოდა მაყურებლებს იცხოვრონ ისეთი სექსუალური ცხოვრებით, რომელიც მას და მის პარტნიორს მოსწონს და არა ეკრანული ფანტაზიებით. ამასთანავე პორნოგრაფია ზეგავლენას ახდენს ფსიქიკაზე და აუარესებს რეალური სექსის ხარისხსს.პორნოს გამუდმებული ყურება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მამაკაცებზე, სექსის დროს შეიძლება ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს(პორნოს ყურება უფრო ეფექტურია მხოლოდ სექს-პარტნიორთან ერთად). 349 7-ს მოსწონს 1-ს არა
|