x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
61 წლის გრიგორი ლეპსს მშობლებმა თავიანთი 18 წლის გოგონა გაურიგეს
image

მუსიკოსს მშობლებმა გაურიგეს თავიანთი გოგონა.


გრიგორი ლეპსი ხშირად ეხვევა სკანდალურ ამბებში, სცენაზე თუ სცენის მიღმა.მორიგი სკანდალი გამოიწვია იმ ამბავმა, რომ მუსიკოსი კვლავ ქორწინდება გოგონაზე, რომელიც მას შვილიშვილად ეკუთვნის.


61 წლის მომღერლის რჩეული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის(МГИМО )18 წლის სტუდენტი ავრორა კიბაა.



image

როგორც წყაროებში წერენ, მაჭანკლობა "დიდსულოვნად" მოხდა თავად გოგონას მშობლების მხრიდან: წყვილმა შეხვედრა დაიწყო გოგონას მშობლების თანხმობით, რომლებმაც თავიანთი ქალიშვილი მომღერალს გააცნეს.


ლეპსთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ არტისტი მოვლენების ფორსირებას ახდენს: მან უკვე აჩუქა პატარძალს Graff -ის ბეჭედი შთამბეჭდავი ბრილიანტით და უზარმაზარი ყვავილების თაიგული.

image

გრიგოლის მეგობრები ამბობენ, რომ ქორწილი გადაწყვეტილია.

მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს, თუ როგორ გამოიყურება ახალდაქორწინებულის დედა ტატიანა კიბა.

ლეპსის სიდედრი უბრალოდ "ცეცხლია", წერენ გამომწერები.

image

„როგორ უნდა გიყვარდეს ფული“, - კომენტარს აკეთებენ მომხმარებლები უთანასწორო ქორწინებაზე და ავიწყდებათ, რომ თავად ავრორა საკმაოდ მდიდარი ოჯახიდანაა.


ამავდროულად, ინტერნეტში აქტიურად განიხილება კიდევ ერთი ვერსია ამ გარიგების შესახებ, რომ ლეპსის "პატარძალი" დროებითია, პიარის და მისი მომავალი კარიერის პოპულარიზაციისთვის (გოგონამ უკვე დაიწყო სიმღერა). სხვათა შორის, გოგონას დედა ოცნებობდა, რომ ის იბრწყინებდა დიდი თეატრის სცენაზე, მაგრამ ავრორას, როგორც ბალერინას კარიერა არ გამოუვიდა.



ქართული წარმოშობის მომღერლისთვის(ნადვილი გვარი ლეფსვერიძე) ეს მესამე ქორწინებაა, პირველი მეუღლისგან მას შეეძინა გოგონა ინგა.მეორე მეუღლისგან ჰყავს ორი გოგო — ევა (2002) და ნიკოლი (2007) და ვაჟი ივანე (2010).



imageსტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)


0
255
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0