x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75 წლის კაცი ამტკიცებს, რომ მხოლოდ მე-8 ქორწინების შემდეგ იპოვა ნამდვილი სიყვარული
image

ბრიტანელი მამაკაცი მე-8 ქორწინების შემდეგ, 75 წლის ასაკში პოულობს ნამდვილ სიყვარულს, ამის შესახებ წერს გამოცემა The Sun-ი



მოხუცი მამაკაცი დიდი ბრიტანეთიდან იმით გახდა ცნობილი, რომ 75 წლის ასაკში რვაჯერ იქორწინა და თან, დასძინა, რომ ახლა საბოლოოდ იპოვა ნამდვილი სიყვარული. ამის შესახებ The Sun იტყობინება.


75 წლის რონ შეპარდი სომერსეტის საგრაფოდან ყველაზე მეტჯერ დაქორწინებულ ბრიტანელ მამაკაცად ითვლება.



ამა წლის მარტში ოჯახური ცხოვრებით გადაღლას უჩიოდა და გადაწყვიტა მოხუცთა თავშესაფარში გადასულიყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ივნისში მამაკაცმა კვლავ დაიწყო გაცნობის საიტის გამოყენება, რა დროსაც შეუყვარდა 52 წლის ალისა.


”მე ნამდვილად აღარ მქონდა იმედი, რომ ჩემს ასაკში ვინმეს ვიპოვიდი, მაგრამ მარტოობისგან ვიტანჯებოდი და გადავწყვიტე, რომ გაცნობის საიტებზე ჩემთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა, ” - განაცხადა შეპარდმა.

image

მან ასევე თქვა, რომ ახალი საყვარელი ცოტათი უფროსია, ვიდრე მისი წინა გატაცება, მაგრამ მათ სწრაფად იპოვნეს საერთო ენა.


გარდა ამისა, ალისა გვერდზე ედგა შეპარდს, როდესაც ის რამდენიმე ხნის წინ საავადმყოფოში იმყოფებოდა.


შეყვარების მიუხედავად, ბრიტანელი მეცხრედ დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს. მან აღნიშნა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს ალისასთან ერთად, მაგრამ ქორწინებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მათ დიდი ხანი არაა, რაც გაიცნეს ერთმანეთი.


მამაკაცი პირველად 1966 წელს 14 წლის ასაკში დაქორწინდა. (ქვემოთ ფოტოზე)ამ ქორწინებიდან შეპარდს სამი შვილი შეეძინა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ცოლს დაშორდა. მას შემდეგ მამაკაცი კიდევ შვიდჯერ იყო დაქორწინებული. შეპარდის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინებამ 13 წელს გასტანა, ყველაზე მოკლე კი მხოლოდ 10 თვე გაგრძელდა .

image

2016 წელს მისი ბოლო ქორწინების შემდეგ, მამაკაცი დარჩა მარტოხელა, მაგრამ აღიარა, რომ მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ქალთან.მაგალითად 2019 წელს კინაღამ მეცხრედ დაქორწინდა ახალგაზრდა ამერიკელ როუზ ჰანსზე (ქვემოთ ფოტოზე)

imageშეპარდს 8 ოფიციალური ცოლიდან 8 შვილი ჰყავს; თავის ცხოვრებაზე წიგნიც დაწერა, 2014 წელს მან გამოსცა წიგნი "ქორწინების ბრძანებელი", ამჟამად მუშაობს წიგნის მეორე ნაწილზე:"ცოლების კოლექციონერი".


image

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0