სხვა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კრივში 26 წლის ასაკში გარდაიცვალა 2017, 30 აგვისტო, 14:34 მსოფლიო ჩემპიონი კრივში საშუალო წონით კატეგორიაში, მსოფლიო კრივის ფედერაციის ვერსიით( WBF), 26 წლის ანჟელა დიუშმანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
29 აგვისტოს ვარჯიშის დროს სპორტსმენი ცუდად გახდა.მას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გულის მასაჟი გაუკეთეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.წინასწარი ვერსიით სიკვდილის მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის ემბოლია. 2017 წლის მაისში ანჟელიკა დიუშმანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შემდეგი ბრძოლა ახალგაზრდა ქალს ოქტომბერში ჰქონდა დაგეგმილი. გოგონას მამაც მოკრივე იყო, საფრანგეთის ჩემპიონი, რომელიც 2013 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. 467 4-ს მოსწონს 1-ს არა
|