რაა ეს შემთხვევითობა თუ უცნობი ძალის მიერ გაწეული მფარველობა? ავიაკატასტროფისას გადარჩენილი ერთი გოგონას ისტორია
2017, 27 აგვისტო, 12:33
ავიაკატასტროფები ავიაციის შექმნის დღიდან ხდებოდა და სამწუხაროდ ზე მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვილი სამგზავრო ლაინერებიც ხვდებიან კატასტროფის მსხვერპლი. ამ სტატიაში არ ვაპირებ ავიაკატასტროფების გამომწვევ მიზეზებზე საუბარს და არც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტატისტიკის მოშველიებას ვაპირებ მომხდარ ავიაკატასტროფებზე. ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ზე იღბლიან გერმანელ გოგონაზე ჯულიანა მარგარეტ კიოკეზე, რომელიც ავიაციის ისტორიაში შევიდა თავს გადამხდარი ისტორიით. გერმანელი უფროსკლასელი გოგონა ერთადერთი მგზავრია, რომელიც გადარჩა სამგზავრო თვითმფრინავის "Lockheed L-188 Electra" კატასტროფის შემდეგ. თვითმფრინავმა 1971 წლის 24 დეკემბერს კატასტროფა განიცადა ელვის პირდაპირი დაცემის შედეგად და თვითმფრინავი ჩამოვარდა 3, 2 ათასი მეტრი სიმაღლიდან ტროპიკულ ტყეში. თვითმფრინავის ჩამოვარდნისას გოგონამ მიიღო მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები და ლავიწის ძვალიც გაუტყდა. მიუხედავად ლავიწის ძვლის მოტეხილობისა და მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებისა გოგონა 9 დღის განმავლობაში მიდიოდა უკომპასოდ და საკვების გარეშე ჯუნგლებში, მამის ნათქვამიც ახსოვდა–თუ ჯუნგლებში მარტო აღმოჩნდები მდინარე მოძებნე, წყურვილსაც მოიკლავ და ჯუნგლებიდან გასასვლელსაც მალე იპოვიო! მართლაც ასე მოიქცა და მიუხედავად საკმაოდ მძიმე ტრავმებისა მან შესძლო შეხვედროდა ტყისმჭრელებს, რომელთა დახმარებითაც გადარჩა კიდეც ცოცხალი. ჯულიანა დღეს 62 წლისაა და ბიოლოგია პროფესიით.