x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გოგონამ თავისი ძალები ვერ შეაფასა სათანადოდ და სახალისოდაც "გაიჩალიჩა"
image

სპილო მოგეხსენებათ უზარმაზარი ძალის მფლობელია, მაგრამ მასაც ყოფნის ჭკუა იმაზე დიდ დტვირთს არ შეეჭიდოს ხორთუმით რისი აღებაც მას ძალუძს, ასევეა დედამიწაზე ერთერთი ყველაზე ღონიერი არსება (მის წონასთან შედარებით) ჭიანჭველაც კი მარტო არასდროს შეეჭიდება ისეთ რამეს რისი წაღებაც მას არ შეუძლია. გინახავთ ალბათ თუ როგორ მიათრევენ ან მიაგორებენ ჭიანჭველები მათზე ლამის ასგზის დიდ ტვირთს.


აი ადამიანები კი ხშირად ვერ ვსაზღვრავთ ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს და ხელს ვკიდებთ ტვირთს რომლის აღება და მით უფრო ტარება არ შეგვიძლია.
აქ არ ვისაუბრებ იმაზე მოუმზადებელ ადამიანს რამხელა ზიანს აყენებს ჯანმრთელობის მხრივ, განსაკუთღებით კი ასეთ დროს ზიანდება ხერხემალი და ზოგადად, საყრდენ მამოძრავებელი სისტემა.


აქ კი საქმე გვაქვს სახალისო სიტუაციასთან, ახალგაზრდა გოგომ სცადა მძიმე ტვირთი რომელიც ტომარაში იდო აქნევით მოეგდო ზურგზე, ტვირთი კი აიქნია, მაგრამ საკმაოდ სახალისოდაც "გაიჩალიჩა"-ტვირთის სიმძიმემ უკან გადაწონა და ისე დაეცა ტვირთზე არა მგონია მეორედ იგივე "ნომერი" ოდესმე გაიმეოროს.



0
193
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
193