x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხელისუფლების პირდაპირი ვალია საკუთარი ხალხის კეთილდღეობისათვის იზრუნოს ანუ ეს ნაქები "ნავაროდკებიანი" სასწრაფო დახმარების მანქანები მხოლოდ კარგ ამინდზეა გათვლილი როგორც ჩანს.

image უამინდობამ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად სასწრაფო დახმარების გამოძახებისას ახალი პრობლემა წარმოშვა–როგორც გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანები სრულიად გამოუსადეგარია თოვლიან და მოყინულ გზებზე.
მე არ ვეხები სამედიცინო ბრიგადების კომპეტენტურობას, რადგან სტატია მათ შეფასებას დადებითად ან უარყოფითად არ ემსახურება. საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნაქებ "ნავაროტკებიან" მანქანებზე, მცირე თოვლის პირობებშიც კი ეს მანქანები გამოუსადეგარი აღმოჩნდა გამოძახების ადგილზე მისასვლელად, არა მარტო სოფლებში არამედ ქალაქის დათოვლილ ქუჩებშიც კი.
ნუთუ არ იცოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა, რომ
ზამთარში ხშირად მოდის თოვლი და გზებიც მოყინული ხდება?
ზუგდიდის მაგალითზე ვიტყვი, ქალაქს არ ჰყავს არცერთი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა, აუგს არ და ვერ ვიტყვი სამედიცინო პერსონალზე, მაგრამ სრული დილეტანტია ის ჩინოვნიკი თუ ჩინოვნიკების ჯგუფი, ვინც ამ მანქანების იმედად დატოვა ქალაქიც და რაიონიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს საკმაოდ ძვირადღირებული ჯიპები ემსახურებათ და ამ კომფორტულ მანქანებში მოკალათებულებს ალბათ ჰგონიათ, რომ სხვაც კომფორტულად გრძნობს თავს.
არაა ასე, რამდენიმე ფაქტი ვიცი როცა გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ვერ მივიდა, მათ განკარგულებაში მყოფი მანქანების დაბალი გამავლობის გამო.
ტყუილს არ ვიკადრებ, თავად შევესწარი სამედიცინო ბრიგადა სამაშველო სამსახურის მაღალი გამავლობის მანქანით რომ მიიყვანეს გამოძახების ადგილას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებო, ტელევიზიით რიხიანი ხმით გამოსვლას და ცრუ დაპირებების გაცემას სჯობია, "გაბერილი" ხელფასები და პრემიები შეიმციროთ და გამოთავისუფლებული თანხით რეგიონებს მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები შეუძინოთ.

0
54
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0