ამ ქალმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ზუსტად ერთ საათში შეჭამა 10,1-კილოგრამიანი სტეიკი
2017, 5 ივლისი, 17:43
მოგეხსენებათ ოღონდ კი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ და ადამიანები ათასგვარ ხერხს მიმართავენ. ერთერთი ასეთი ადამიანის რეკორდი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების შტატში კალიფორნია, სადაც ერთერთ რესტორანში პროფესიონალმა "მჭამელმა" ქალბატონმა მოლლი შაილერმა(ყოფილა თურმე ასეთი ტერმინი) რესტორანში მისთვის გამოყოფილ ერთ საათში არც მეტი და არც ნაკლები 10, 1 კილოგრამი სტეიკი "შესანსლა". სურათიდან გამომდინარე ქალი არცთუ დიდი გაბარიტებისაა და როგორ მოახერხა ასეთი წონის და მოცულობის სტეიკის "ჩატევა" ჩემთვის გამოცანად დარჩა. მოლლი შაილერმა მოახერხა ის რაც აქამდე ამ რესტორანში ვერავინ შესძლო–განაცხადა რესტორნის მეპატრონემ.