მოსკოვის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა 38 წლის რუსი მომღერალი და მსახიობი იულია ნაჩალოვა
მოსკოვის ერთერთ კლინიკაში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი " Юлия Началова". მსახიობი კლინიკაში მიყვანილ იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, მსახიობს ბოლო პერიოდი შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა, იანვრის თვეში მომღერალმა ერთერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ხშირი ტარების და შაქრიანი დიაბეტის გამო მას აწუხებდა სახსრები და ქვემო კიდურებში ანთებითი პროცესების გამო გრძნობდა აუტანელ ტკივილს. სისხლში მაღალ ნიშნულამდე აწეულმა შაქრის დონემ კი ქვემო კიდურებში მიმდინარე მძიმე ანთებითი პროცესის გამო ფეხის განგრენა გამოიწვია. უშედეგო მკურნალობის მერე მოსკოვის ერთერთი ცნობილი კლინიკიდან სხვა კლინიკაში გადაყვანილ მსახიობს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ფეხზე, რეანიმაციულ განყოფილებაში კი ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს და ჩართეს ხელოვნური მართვის აპარატზე.
მიუხედავად ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა და მკურნალობისა მსახიობის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მსახიობი გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და ფილტვების შეშუპება დასახელდა.