x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
თურქეთი ტრაგედიას გადაურჩა, საბურღი ტექნიკის ბურღმა გვირაბის ჭერი გახვრიტა და ლიანდაგებს შორის გააგრძელა ბურღვა

image
როცა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები კეთდება კეთდება ნახაზი, რომელიც რეალური სიზუსტითაა შედგენილი. იქნება ეს მეტრო, გვირაბები, აირის, ნავთობის თუ წყლის მაგისტრალები, მაგრამ მიუხედავად ამისა სამუშაოთა მწარმოებლების დაბალო კომპეტენციის გამო ხშირია შემთხხვევები, როცა სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ესა თუ ის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი ზიანდება, რასაც მთელი რიგი პრობლემები მოსდევს მოქალაქეებისათვის.



ამჯერად თურქეთი გადაურჩა ტრაგედიას, ამ სიტყვის ფართო გაგებით. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე საბურღი დანადგარის ბურღმა ოპერატორის შეცდომის გამო გაბურღა ნიადაგის სქელი ფენა და გაბურღა მუდმივად გადატვირთული მეტროპოლიტენის გვირაბი, საბედნიეროდ ბურღის მიერ გვირაბის ჭერის და ლიანდაგებშ შორის ბურღვითი სამუშაოების გაგრძელებისას დროში არ დაემთხვა მეტროს მატარებლის გადაადგილების პროცესი, თორემ წარმოიდგინეთ თუ რა მოჰყვებოდა ჩქაროსნული მეტროს მატარებლის შეჯახებას გვირაბში ფოლადის ზემტკიცე მასალისგან დამზადებულ საბურღ საშუალებასთან ან უშუალოდ მატარებლის ვაგონს თუ წამოედებოდა ბურღის პირი.



შემთხვევა მოხდა მეჯიდიეკეის ხაზზე, რომელიც სტამბულის აეროპორტისაკენ მიემართება და რომელიც მუდამ გადატვირთულია.


ბურღის არასანქცირებულმა ჩაღწევამ მეტროს გვირაბში გამოიწვია ხაზზე ელექტროენერგიის გამორთვა, საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაცია.

0
233
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
233