როგორც აღმოჩნდა "ბოინგს" შორ მანძილზე გადაფრენისას ეკიპაჟის წევრებისათვის საიდუმლო დასასვენებელი ოთახები აქვს
სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სტატიას, რომელმაც სიმართლე გითხრათ ძალიან გამაოცა.
არაერთხელ მიფრენია თვითმფრინავით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებითაც და მუდამ მიკვირდა პოლოტების კაბინასთან ახლოდ მდებარე დაჯავშნულ კარში ასე ხშირად რატომ შედიოდნენ და დიდი ხნით რატომ ჩერდებოდნენ ბორტგამცილებელი გოგოები.
როგორც აღმოჩნდა " Boeing 777 და 787"-ში სწორედ იმ კარის მიღმა იმალება საიდუმლო კიბე, რომელსაც ბორტგამცილებელი თუ პილოტი აყავს, ასე ვთქვათ თვითმფრინავის "სხვენში", სადაცაა განთავსებული ოთახები ბორტგამცილებლებისა და პილოტების დასასვენებლად და დასაძინებლადაც კი.
ისე არ გაიგოთ თითქოს ყველა პილოტი ერთდროულად ადის საძილე ოთახში და იძინებს. არა, მიუხედავად იმისა, რომ აფრენის მერე კურსის აღების მერე თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმში გადაჰყავთ პილოტებს, ბორკომპიუტერის კონტროლს მაინც ეკიპაჟის რომელიმე წევრი ახორციელებს.
დიდ მანძილზე გადაფრენა საკმაოდ დამღლელია და თბითმფრინავის ეკიპაჟი და ბორტგამცილებლებიც რიგრიგობით ისვენებენ, ხშირად კი იძინებენ.
აღნიშნული ოთახები ილუმინატორის გარეშეა და იქ ყველა პირობაა შექმნილი სტიუარდესების და პოლოტების დასასვენებლად.
ამ სურათზე კარგად ჩანს თუ სადაა აღნიშნული დასასვენებელი ოთახები განთავსებული.
"ბოინგ 787"-ზე დასასვენებელ ოთახებში ასასვლელი კიბე თვითმფრინავის ბოლოშია განთავსებული და იქ ჩვეულებრივი მგზავრი ვერასდროს მოხვდება.
ესეც კიბე, საიდანაც ადიან დასასვენებლად სპეციალურ ოთახებში.
პილოტი პრესას ეცნობა