ძალზე უცნაური საფლავის ქვა, რომელიც გაგაკვირვებთ, რადგან ქვა "აიფონ 6"-ის სრული ასლია
საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ზოგიერთი საფლავის ქვა, ამ სიტყვის სრული გაგებით, ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, იმდენად დახვეწილი და რთული ფორმისაა. რუსეთში, ქალაქ უფის ერთ-ერთ სასაფლაოზე ფოტოგრაფის მიერ აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთი ასეთი საფლავი. სასაფლაოზე აღმართულია საფლავის ქვა, რომელიც გრანიტისგანაა დამზადებული და "აიფონ 6"-ის ფორმა აქვს.
საფლავის ქვის ზომა ადამიანის სიმაღლისაა. ობელისკი ზუსტად იმეორებს "აიფონ 6"-სს და მასზე ამოტვიფრულია გარდაცვლილი გოგოს სურათი.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გრანიტის ქვაზე გამოკვეთილ "აიფონს" წინა მხარეს როგორც ნამდვილ "აიფონს", ისევე აქვს ისეთივე ატრიბუტები, როგორიც ნამდვილ "აიფონს" აქვს - დაახლოების ღილაკი, სელფი-კამერა და სასაუბრო დინამიკი. გვერდზე კი ხმის ასაწევი ღილაკია გრავიურებული.
ობელისკის შექმნის იდეის ავტორი და მიზეზი, თუ რატომ აირჩია დამკვეთმა "აიფონის" ფორმის გრანიტის საფლავის ქვა, უცნობია.
ადგილობრივი რიტუალური მომსახურების წარმომადგენლების თქმით, გრანიტის ქვით დამზადებული "აიფონ 6"-ის ფორმის საფლავის ფასი 100-105 ათასი რუსული რუბლია.
უნდა ითქვას, რომ ნამდვილი "iPhone XS"-ს და "iPhone XS Max"-ის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე აღნიშნული საფლავის ქვის ფასია.