x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
აფრიკის უდიდესმა ქვეწარმავალმა, პიტონმა მაჩვზღარბა გადაყლაპა და "გაიჩალიჩა"
image
ეს სამხრეთაფრიკული კლდის პითონი მისმა "ღორმუცელობამ" დაღუპა, როცა მაჩვზღარბა ცოცხლად გადაყლაპა.


აფრიკული კლდის პითონი აფრიკაში ყველაზე დიდი ქვეწარმავალია, მისი სიგრძე ხშირად 6 მეტრს აღემატება.

კეიპტაუნის მაჩვზღარბები-ყველაზე დიდი ზომის მღრღნელია სამხრეთ აფრიკაში და მსოფლიოში.


კეიპტაუნური მაჩვზღარბების წონა 13, 6 კილოგრამიდან იწყება და ზრდასრული მაჩვზღარბის წონა 30 კილოგრამამდე აღწევს, რაც არც თუ მცირე წონაა.



პითონების "ღორმუცელობა" ცნობილი ფაქტია, ისინი გარეული ღორით დაწყებული, ანტილოპებს და ირმებსაც კი ყლაპავენ და ინელებენ ყბების განსაკუთრებული აგებულების გამო. პითონს გააჩნია ეგრეთ წოდებული მცოცავი მყესოვანი ფენები რომელთა დახმარებითაც, ნელნელა ყლაპავს მსხვერპლს, შემდეგ კი სპირალივით იხვევს საკუთარ სხეულს, რითაც მსხვეროლს სისხლის მიმოქცევას უბლოკავს, შემდეგ კი კუჭის წვენის ძლიერი გამოყოფით ადვილად ინელებს მსხვერპლს მისი ზომების მიუხედავად.


მაჩვზღარბა პითონმა მარტივად დაიჭირა და გადაყლაპა, მაგრამ ამ ქმედებით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს.


კეიპტანური მაჩვზღარბა სხვა მაჩვზღარბებთან შედარებით მოკლე ეკლებითაა დაცული, მაგრამ კეიპტანური მაჩვზღარბას ეკლები ბევრად ბასრია და მაჩვზღარბა საფრთხისას მას ისეთ ხმას გამოაცემინებს, როგორ ხმასაც ჩხრიალა გველი გამოსცემს.

პიტონმა მაჩვზღარბა გადაყლაპა და მისთვის სისხლის მიმოქცევის დასაბლოკად სპირალივით დაგორგვლა დაიწყო რა დროსაც, შინაგან ორგანოებში მაჩვზღარბას ბასრი ეკლები მრავლად შეერჭო და საციცოცხლოდ აუცილებელი ოტგანოები დაუზიანა, რამაც პითონის დაღუპვა გამოიწვია, სწორედ ამ დროს დაინახეს მკვდარი პითონი ნაკრძალის მეთვაყურეებმა და სწრაფად გაფატრეს პითონი, რომლის მუცლიდანაც ცოცხალი მაჩვზღარბა ამოიყვანეს.


მაჩვზღარბას ბლომად ჰქონდა დამცავი ეკლები დაკარგული, რომელთა წყალობითაც გადარჩა მაჩვზღარბა. მაჩვზღარბა თავის გზას გაუდგა ვეტერინარების ჩარევის გარეშე, დაკარგულ ეკლიან ბასრ "ისრებს" კი მალე დაიბრუნებს, რადგან მაჩვზღარბას ეკლების გამოყენების მერე ახალი ეკლები ამოსდის.

0
489
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
489