სხვა ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს სახალისო და სასაცილო წარმომადგენლები 29 მარტი, 17:29 ბევრს ჰგონია, რომ ცხოველები აუცილებლად მავნეები, აგრესიულები და ბოროტები არიან, თან შვილებთან დამოკიდებულებაში სრულიად გულგრილნი. არა და ეს ასე, რომა არაა ნებისმიერმა სოფელში მცხოვრებმა იცის. სცადეთ და დედა ღორს მეძუძური გოჭი აართვით, ადამიანზე ნაკლებად არ დაიცავს თავის ნაშიერს. ან ძროხას ხბო დაუმალეთ, ისეთ ბღავილს დაიწყებს სოფელს შეგიყრით. არც ფრინველების გამონაკლისი, მეზობლის მამალი სოფელში ავი ძაღლივითაა, ბიჭი ხარ და შედი ეზოში ოჯახის წევრის ეზოში არყოფნის დროს, პირდაპირ სახეში შეგაფრინდებათ, თან იმხელა დეზები აქვს, დამიჯერეთ მეორედ არ გაბედავთ ეზოში დაუძახებლად შესვლას. არც ისაა უცხო, რომ ინდაური მშვენივრად ზრდის და იცავს ქათმის წიწილებს, ისევე როგორც ქათამი ინდაურის ჭუკებს. კატა, საკუთარი შვილივით, რომ უვლის პატარა ლეკვს, არც ეს გამოგრჩებოდათ ყურადღების მიღმა. ბავშვობაში ყვავილის ბახალა ამოიყვანა ყვავის ბუდიდან მეზობლის შვილიშვილმა და საკუთარ სახლში გამოზარდა, წლების მანძილზე განთავისუფლებულ ყვავს გაფრენა არ უცდია, წიწილებთან ახლოს იჯდა და კრუხივით იცავდა მიმინოების და ქორისაგან. მე არ ვამბობ, აპრიორი ყველა ნადირი და ფრინველი "უფრთო ანგელოზია" და ადვილად იწვრთვნება მეთქი! ცნობილი ბუნების დამცველის სიკვდილი სამხრეთ აფრიკაში, სწორედ მის მიერ გაზრდილი თეთრი ლომების მსხვერპლი გახდა. ნახეთ ეს ვიდეოკოლაჟი და ვფიქრობ კარგ განწყობაზე დადგებით. 86 4-ს მოსწონს |