კონტეინერმზიდი ცნობილი ხიდის ბურჯს შეეჯახა და ჩაიძირა - ხიდი დაინგრა, რამდენიმე მანქანა წყალში გადავარდა
მდინარეებზე, ზღვებზე და ოკეანეებში არაერთხელ მომხდარა გემების კატასტროფა, მათ შორის გემების შეჯახება, მაგრამ იშვიათია შემთხვევა როცა გემები ეჯახებიან ხიდის საყრდენ ბურჯს.
კონტეინერმზიდი "Dali" რომლის სიგრძე 289 მეტრია დაეჯახა ბალტიმორში მდებარე ხიდს, რომლის სიგრძძე 2, 5 კილომეტრია.
კონტეინერმზიდი მიემართებოდა კოლომბოში (შრი-ლანკა). კონტეინერმზიდი სინგაპურის დროშის ქვეშ მიცურავდა დანიშნულების ადგილამდე.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის თუ მიზეზების გამო კონტეინერმზიდი დაეჯახა ხიდის ბურჯს, ხანძარი გაუჩნდა და ჩაიძირა, ხიდის ბურჯის დანგრევას ხიდის ჩამონგრევა მოჰყვა, ჩამონგრეულ კონსტრუქციას, თან რამდენიმე მანქანა გადაჰყვა და წყალში აღმოჩნდა.
ხიდი საკმაოდ მყარი გახლდათ, მისი კონსტრუქცია სულ რამდენიმე წლის წინ იქნა მოდერნიზებული და განახლებული, რამაც მისი სიმყარე გააძლიერა, მაგრამ უზარმაზარი, მძიმედ დატვირთული კონტეინერმზიდის დაჯახებამ საყრდენ ბურჯზე, ხიდის კონსტრუქცია პრაქტიკულად დაშალა.
ხიდი "I-695 Key Bridge"-ი აღნიშნულ სახელს ატარებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნის ავტორის პატივისცემის ნიშნად. ხიდი ტრანსპორტისათვის გაიხსნა 1977 წელს.