სურათების კოლაჟი რომელთა ნაწილი გაკვირვებას იწვევს, ნაწილი გაგაცინებთ, ნაწილი კი დაგაფიქრებთ
როგორ სურათებს არ წააწყდებით ინტერნეტში. სასაცილოებს, განსაცვიფრებლებს და დამაფიქრებლებს.
ამ სურათსაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ ადამიანი, ნამდვილი ადამიანებია თუ გასაბერი მანეკენები.
არც ეს სურათი მომწონებია დიდად, როცა თავს ქრისტიანად, გნებავთ სხვა რელიგიის მიმდევრად თვლი, საკვებ პროდუქტს ფეხებით არ უნდა თელავდე როცა აფრიკის უამრავ ქვეყანაში ბავშვები და ზოგადად ადამიანები შიმშილით ათასობით იღუპებიან.
მესმის ტრადიციაა, მაგრამ რატომ უნდა ჩაიგდო თავი საფრთხეში, როცა გავეშებული ხარების წინ გიწევს სირბილი, მით უფრო ვიწრო ქუჩაში, სადაც საფრთხის კოეფიციენტი ძალიან მაღალია?
როცა კარგი მეზობელი გყავს საცხოვრებელ კორპუსში, შეგიძლია ძაღლი მშვიდად დაუტოვო მას ამ სახით.
ნებისმიერ იუმორში დევს რეალობის მარცვალი, ულევი ბედნიერება ამ წყვილს, მაგრამ არავინ იცის წინ რა მომავალი ელით წინ.
განსაცვიფრებელი კადრია, ელვის მიერ შექმნილი ხე.
"სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღაო"-იმისი არ იყოს, თანამედროვე მოდას რას გაუგებ.
ამ ასფალტის დამგებ მუშებს თავში ჭკუა არ ჰქონდათ ან სამუშაოთა მწარმოებელი არ მეთვალყურეობდა მუშებს?
ეს გადასასვლელი ალბათ ალპინისტებისთვის გააკეთეს, თორემ ამ კედელზე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გადაძვრება.
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ტექნიკას "სამარიაჟოდ" აწვალებს.
აშკარად ხარატის მეუღლეა ამ იდეის ავტორი.
გთავაზობთ, განსხვავებული შინაარსის და დატვირთვის სურათების კოლაჟს სტატიის საფინალო ნაწილად.