x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი საკუთარ სასახლეს ბევერლი-ჰილზზე 60 მილიონ დოლარად ყიდიან
image

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა დაიქირავეს რეალტორი, რათა ბევერლი-ჰილზზე მდებარე საკუთარ სასახლე გაყიდონ.


სასახლე წყვილმა შარშან 60 მილიონ დოლარად შეიძინა. სასახლეს რეალტორი უკვე 2 კვირაა, რაც პოტენციურ მყიდველებს აცნობს და ათვალიერებინებს, თუმცა ჯერ სასახლის რეალური მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა.


სასახლე მართალია ძალიან ცნობილი არქიტექტორების მიერაა დაპროექტებული, სადაც ნებისმიერი ნიუანსი გათვალისწინებულია მანქანების სადგომებით დაწყებული და დახურული ავტოსადგომებით დამთავრებული, მაგრამ 65 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეს ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოუჩნდა, რის გამოც წყვილმა სასახლის გაყიდვით ყოველგვარ გამორჩენაზე უარი თქვა და ზუსტად იმ ფასად ყიდიან უკვე, რა ფასადაც იყიდეს შარშან ანუ 60 მილიონ დოლარად.



აქედან გამომდინარე ცხადია, რომ სასახლის გაყიდვით წყვილი აუცილებლად იზარალებს, რადგან რეალტორს საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაუხადონ შეთანხმების თანახმად.

მანამდე "Daily Mail"-ი იუწყებოდა, რომ ვარსკვლავური წყვილის "ბუდის" ფოტოსურათები მრავლად იყო განთავსებული ცნობილი სარეალტორო კომპანიის ვებ გვერდზე, სადაც დაწვრილებით იყო ნაჩვენები სასახლის მთელი სიდიადე და იქ გამეფებული კომფორტული პირობები ახალი მფლობელისათვის. თუმცა ამას ჯერჯერობით შედეგი არ მოყოლია და რეალური მყიდველი, რომელიც ამ ფეშენებელურ სასახლეში 60 მილიონ დოლარს გადაიხდიდა, ჯერ არ გამოჩენილა.

წყვილმა დიდხანს ეძება გასულ წელს სასურველი სახლი, 80 სახლი პრაქტიკულად კი სასახლე დაათვალიერეს და საბოლოოდ ამ სასახლეზე შეჩერდნენ, რომლის საყიდლადაც ბენ აფლეკმა ნაღდი ფულით გადაიხადა 60 მილიონი დოლარი.


მიუხედავად ამისა, ახლა წწყვილი ცდილობს სასახლის გაყიდვას, თან ისე, რომ მოგებაზე არც კი ფიქრობენ.


სასახლეს აქვს 17 საძინებელი. დახურული ავტოსადგომი 15 მანქანისათვის, 80 ადგილიანი საპარკინგე ადგილი სტუმრების მანქანებისათვის.


ასევე ღია სპორტკომპლექსი კალათბურთის მოედნით, ჩოგბურთის მოედნით. ასევე დახურული სავარჯიშო დარბაზით, რომელიც თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარითაა აღჭურვილი.


ცალკეა კრივის რინგი, ბარი და აუზი.

როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება ჯენიფერი უკვე ეძებს ახალ სახლს, ხოლო ბენი ბინა დაქირავებული აქვს 100 000 დოლარად თვეში ბრენტვუდში, თავისი ყოფილი ცოლის ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ახლოს.


წყვილის დაშორების თაობაზე ჭორ-მართალი ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა, თუმცა ვარსკვავებისას რას გაიგებ, დღეს გაიყრებიან და ხვალ შეიყრებიან.

ესეც ის სასახლე, რომელიც 60 მილიონ დოლარად იყიდება ამ ეტაპზე.

imageimageimage



0
127
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
127