სხვა გათამაშდა ყველაზე დიდი ჯეკპოტი აშშ-ს ისტორიაში-53 წლის ქალმა 758,7 მლნ.$ მოიგო 2017, 26 აგვისტო, 9:57 ლატერეა Powerball -ში პირველად აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა, მოგებამ 758, 7 მილიონი დოლარი შეადგინა.ბედნიერი ბილეთის მფლობელი აღმოჩნდა 53 წლის ქალბატონი მევის მენჩიკი შტატი მასაჩუსეტიდან.
ქალმა არჩია თანხის ერთბაშად მიღება, რომლის რაოდენობამ 480 მილიონო დოლარი შეადგინა(გამარჯვებული თანხას წლების განმავლობაში თუ ნაწილ-ნაწილ მიიღებს უფრო მეტი ერგება) 53 წლის ვენჩიკი, რომელიც ორი ზრდასრული შვილის დედაა 32 წლის განმავლობაში სპრინგფილდის სამედიცინო ცენტრის კანცელარიაში მუშაობდა.მან უკვე დაწერა განცხადება, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. აშშ ლატარეა Powerball-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი 2016 წლის იანვარში გათამაშდა: 1, 6 მილიარდი დოლარი, თუმცა მაშინ თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა, ასე, რომ მევის მენჩიკი დღესდღეისობით ყველაზე მსხვილი თანხის მფლობელია ლატარეის ისტორიაში. როგორც ვენჩიკმა აღნიშნა, 5 ბილეთი იყიდა, აქედან ორზე ნომრები კომპიუტერმა აარჩია, სამი კი თვითონ შეავსო, მოიგო იმ ბილეთმა, რომელიც თავის ოჯახის წევრების დაბადების თარიღის მიხედვით შეავსო. რაც შეეხება ვენჩიკის უახლოეს გეგმებს ის ასეთია:"უბრალოდ მინდა დავისვენო და მოვეშვა, მე მქონდა აუხდენელი ოცნება და აჰა ეს ოცნებაც ასრულდა.მინდოდია პენსიაზე გასვლა და ეს უფრო ადრე მოხდა ვიდრე მოველოდი." 139 6-ს მოსწონს 1-ს არა
|